მედ–ბიოქიმია. ცილები (91–120)

30 | Total Attempts: 457

SettingsSettingsSettings
Please wait...
მედ–ბიოქიმია. ცილები (91–120)

* ბევრად უფრო ადვილია ტესტების ნაწილ–ნაწილ სწავლა, ვიდრე 100–ის, ან 200–ის ერთად, ამიტომ ცილებთან დაკავშირებული ტესტები  გადანაწილებულია რამდენიმე ქვიზში.  * მსგავსი შეკითხვები გაფერადებულია წითლად, ხოლო  მათ შორის განსხვავება – ყვითლად.   წარმატებებიიიი ♥


Questions and Answers
  • 1. 
    რომელ უჯრედებს აქვს დაკარგული ასპარაგინის სინთეზის უნარი? 
    • A. 

      კუნთოვან

    • B. 

      ლეიკემიურ

    • C. 

      ღვიძლის

    • D. 

      თირკმლის

  • 2. 
    ძირითადად რა განაპირობებს ამილოიდური ბოჭკოების წარმოქმნას თავის ტვინში პრიონული დაავადებების შემთხვევაში?
    • A. 

      PRP–ის პირველადი სტრუქტურის დარღვევა

    • B. 

      PRP–ის ჯამური მუხტის გაზრდა

    • C. 

      PRP–ის დამოკლება

    • D. 

      PRP–ის ჰიდროფილურობის ჰიდროფობურობით შეცვლა

  • 3. 
    რითი შეიძლება იყოს გამოწვეული პრიონული ცილების ნორმალური კონფორმაციის გარდაქმნა ტოქსიკურ კონფორმაციად.
    • A. 

      ორი ალფა–სპირალური ნაწილის გარდაქმნით ბეტა–ჯაჭვურ კონფორმაციად

    • B. 

      ბეტა–ჯაჭვურ კონფორმაციის ალფა–სპირალად ტრანსფორმაციით

    • C. 

      მათი კონფორმაციის გარდაქმნით პოლიპროლინ II ტიპის სპირალად

    • D. 

      დისულფიდური ბმების გაწყვეტით

  • 4. 
    ცილის ფოლდინგთან დაკავშირებით არ არის სწორი: 
    • A. 

      ცილის ფოლდინგი არ არის დამოკიდებული პირველად სტრუქტურაზე

    • B. 

      უჯრედები შეიცავენ ფოლდინგის ხელშემწყობ ცილებს

    • C. 

      გამლღვალი გლობულის მდგომარეობაში მეორეული სტრუქტურის ელემენტები გადაადგილდებიან ერთმანეთის მიმართ

    • D. 

      შაპერონინები საჭიროებენ AთP-ის ენერგიას.

  • 5. 
    ცილის ფოლდინგთან დაკავშირებით მცდარი მოსაზრებაა:   
    • A. 

      ცილის ფოლდინგი ნატიურ კონფორმაციად განპირობებულია პირველადი სტრუქტურით

    • B. 

      ინიციაციის საიტები წარმოადგენენ პოლიპეპტიდური ჯაჭვის სწორხაზოვან, ხისტ უბნებს

    • C. 

      შაპერონები ხელს უწყობენ ცილის ფოლდინგს

    • D. 

      შაპერონინები საჭიროებენ AთP-ის ენერგიას

  • 6. 
    ცილის ფოლდინგის პროცესში გადამწყვეტი როლი აქვს: 
    • A. 

      ცილის ჯამურ მუხტს

    • B. 

      არაკოვალენტურ ძალებს

    • C. 

      მოლეკულურ წონას

    • D. 

      პოლიპეპტიდურ სიგრძეს

  • 7. 
    რომელი კავშირები არ წარმოიქმნება ცილის ფოლდინგის პროცესში? 
    • A. 

      პეპტიდური ბმები

    • B. 

      წყალბადური ბმები

    • C. 

      ჰიდროფობური ურთიერთქმედებები

    • D. 

      ელექტროსტატიკური ურთიერთქმედებები

  • 8. 
    რომელი ამინომჟავაა მოსალოდნელი ცილის ტრანსმემბრანულ დომეინში?
    • A. 

      პროლინი

    • B. 

      გლუტამატი

    • C. 

      ლიზინი

    • D. 

      ვალინი

  • 9. 
    რომელი ამინომჟავაა უფრო მოსალოდნელი გლობულური ცილების ზედაპირზე? 
    • A. 

      ასპარტატი

    • B. 

      ლეიცინი

    • C. 

      ვალინი

    • D. 

      ფენილალანინი

  • 10. 
    ასპარტატის ჯამური მუხტი pH 7.4-ზე არის:
    • A. 

      -1

    • B. 

      -2

    • C. 

      +2

    • D. 

      +1

  • 11. 
    ლიზინის ჯამური მუხტი pH 7.4-ზე არის:
    • A. 

      -1

    • B. 

      -2

    • C. 

      +2

    • D. 

      +1

  • 12. 
    რომელი ამინომჟავებით წარმოიქმნება დესმოზინი?
    • A. 

      ალლიზინებისა და ლიზინის ურთიერთქმედებით

    • B. 

      ალლიზინებისა და არგინინის ურთიერთქმედებით

    • C. 

      ალლიზინებისა და ასპარტატის ურთიერთქმედებით

    • D. 

      ალლიზინებისა და ალანინის ურთიერთქმედებით

  • 13. 
    ელასტინის შესახებ არასწორია: 
    • A. 

      ელასტინში გვხვდება წარმოებული ამინომჟავები, რომელთაგანც აღსანიშნავია დესმოზინი და იზოდესმოზინი

    • B. 

      ელასტინი ქსოვილება ანიჭებს დრეკადობას გაწყვეტის გარეშე

    • C. 

      მას გააჩნია რეგულარული მეორეული სტრუქტურა

    • D. 

      ელასტინი დიდი რაოდენობით გვხვდება კანში, საყლაპავში, მყესებში, ფილტვებში და სხვ.

  • 14. 
    რომელი ამინომჟავა განაპირობებს ჯაჭვთაშორის ჰიდროფობურ ურთიერთქმედებებს კოლაგენის სუპერსპირალურ სტრუქტურაში? 
    • A. 

      პროლინი

    • B. 

      ალანინი

    • C. 

      გლიცინი

    • D. 

      ჰისტიდინი

  • 15. 
    კოლაგენისთვის ამოარჩიეთ არასწორი დებულება:
    • A. 

      კოლაგენს აქვს სამმაგი სუპერსპირალური სტრუქტურა

    • B. 

      კოლაგენის სპირალიზებული ჯაჭვების შიგნით წარმოიქმნება წყალბადური ბმები

    • C. 

      სუპერსპირალის წარმოქმნაში გლიცინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჰიდროფობური კიდეების წარმოქმნის გამო.

    • D. 

      კოლაგენის სპირალიზებულ ჯაჭვებს შორის წარმოიქმნება წყალბადური ბმები.

  • 16. 
    რომელი ამინომჟავას დეზამინირება უზრუნველყოფს ამინომჟავების უმეტესობისაგან ამიაკის ჩამოცილებას?
    • A. 

      ალანინი

    • B. 

      გლუტამატი

    • C. 

      ასპარტატი

    • D. 

      ვალინი

  • 17. 
    რა ახასიათებს ფიბრილურ ცილებს?
    • A. 

      წყალში ცუდი ხსნადობა

    • B. 

      სფერული ფორმა

    • C. 

      დინამიკური ფუნქცია

    • D. 

      კატალიზური აქტივობა

  • 18. 
    რა პროცესებია მოსალოდნელი, როდესაც აღინიშნება ფენილალანინჰიდროქსილაზას დეფიციტი? 
    • A. 

      მას ცვლის ტიროზინჰიდროქსილაზა და ფენილალანინის დონე რჩება უცვლელი

    • B. 

      გამოიყოფა ფენილალანინის ტრანსამინირებით მიღებული პროდუქტი

    • C. 

      ფენილალანინი კატაბოლიზდება მონოამინოქსიდაზას მიერ

    • D. 

      ტიროზინი სინთეზდება სხვა ალტერნატიული გზით

  • 19. 
    კოლაგენის სპირალის ჩამოყალიბებაში რომელ ამინომჟავებს აკისრია ძირითადი როლი?   
    • A. 

      ალანინს და ფენილალანინს

    • B. 

      პროლინს და გლიცინს

    • C. 

      ტიროზინს და ვალინს

    • D. 

      არგინინს და გლუტამინს

  • 20. 
    ამინომჟავების როგორი განაწილებაა კერატინის შვიდნაშთიან ტანდემურ  განმეორებაში?
    • A. 

      პირველი და მეოთხე ამინომჟავა ჰიდროფობურია, ხოლო მეხუთე და მეშვიდე- პოლარული

    • B. 

      პირველი და მეოთხე ამინომჟავა პოლარულია, ხოლო მეხუთე და მეშვიდე- ჰიდროფობური

    • C. 

      პირველი და მეხუთე ამინომჟავა ჰიდროფობურია, ხოლო მეოთხე და მეშვიდე-პოლარული

    • D. 

      პირველი და მეშვიდე ამინომჟავა ჰიდროფობურია, ხოლო მეოთხე და მეხუთე – პოლარული.

  • 21. 
    რომელია გლუტამატდეჰიდროგენაზას კოფერმენტი?
    • A. 

      NAD

    • B. 

      FAD

    • C. 

      TPP

    • D. 

      CoA

  • 22. 
    ამონიუმიდან შარდოვანას წარმოქმნის შესახებ არ არის სწორი: 
    • A. 

      ასპარტატი წარმოადგენს შარდოვანას აზოტის ერთერთ წყაროს

    • B. 

      ორნითინტრანსკარბოილაზა აკატალიზებს სიჩქარის განმსაზღვრელ საფეხურს

    • C. 

      ეს არის ენერგეტიკულად ძვირი პროცესი, რომელიც იყენებს ATP-ს

    • D. 

      მისი ინტერმედიატებით შესაძლებელია TCA ციკლთან კავშირი

  • 23. 
    რომელი კეტომჟავაა ამინოჯგუფების ძირითადი აქცეპტორი ამინომჟავების  დეამინირებისათვის?
    • A. 

      ალფა-კეტოგლუტარატი

    • B. 

      ოქსალოაცეტატი

    • C. 

      პირუვატი

    • D. 

      ადიპინმჟავა

  • 24. 
    კანისა და თმის ფერის კონტროლდება მრავალი გენეტიკური ლოკუსით.  ღომელი ფერმენტის გენეტიკური დეფიციტ აღინიშნება ალბინიზმის დროს?   
    • A. 

      ჰომოგენტიზინოქსიდაზას

    • B. 

      ტიროზინამინოტრანსფერაზას

    • C. 

      ფენილალანინ ჰიდროქსილაზას

    • D. 

      ტიროზინაზას

  • 25. 
      ჩამოთვლილთაგან რომელი დაავადება არ მიეკუთვნება კოლაგენის არასწორი სინთეზით გამოწვეულს?
    • A. 

      ელერს-დანლოსის სინდრომი

    • B. 

      ოსტეოგენესის იმპერფეცტა

    • C. 

      სურავანდი

    • D. 

      ნამგლისებური ანემია

Back to Top Back to top