ბიოქიმია - ლიპიდები (61-90)

30 | Total Attempts: 869

SettingsSettingsSettings
Please wait...
ბიოქიმია - ლიპიდები (61-90)

Questions and Answers
  • 1. 
    რომელი ფერმენტი შლის ქილომიკრონებისა და VLDL-ის ტრიაცილგლიცეროლებს?  
    • A. 

      HMG-CoA-რედუქტაზა

    • B. 

      ლიპოპროტეინლიპაზა

    • C. 

      TG-ლიპაზა

    • D. 

      ფოსფოლიპაზა

  • 2. 
    აცეტილ-CoA-კარბოქსილაზას ალოსტერული ინჰიბიტორია:  
    • A. 

      აცეტილ-CoA

    • B. 

      პალმიტოილ-CoA

    • C. 

      მალონილ-CoA

    • D. 

      აცეტოძმარმჟავა

  • 3. 
    თორმეტგოჯა ნაწლავში ლიპიდების ემულსირებას ახორციელებს:  
    • A. 

      მარილმჟავა

    • B. 

      ნაღველი

    • C. 

      ნაწლავის წვენი

    • D. 

      კუჭის წვენი

  • 4. 
    მიუთითეთ დებულება, რომელიც არ ახასიათებს კეტოსხეულების მეტაბოლიზმს:  
    • A. 

      მათი უტილიზაცია არ მიმდინარეობს ღვიძლში;

    • B. 

      მიტოქონდრიაში [NADH/NAD+] განსაზღვრავს სისხლში ბეტა-ჰიდროქსიბუტირატისა და აცეტოაცეტატის ფარდობას;

    • C. 

      [NADH/NAD+] მაღალი ფარდობის შემთხვევაში სისხლში მატულობს აცეტოაცეტატის კონცენტრაცია;

    • D. 

      ჰიპერკეტონემია იწვევს კეტოაციდოზს;

  • 5. 
    რომელი ფერმენტის დაბალი აქტივობა შეიძლება გახდეს სიმსუქნის გამომწვევი მიზეზი?  
    • A. 

      ტრიაცილგლიცეროლლიპაზას

    • B. 

      ლიპოპროტეინლიპაზას

    • C. 

      დიაცილგლიცეროლლიპაზას

    • D. 

      ფოსფოლიპაზას

  • 6. 
    რომელი ნაერთი მონაწილეობს მიტოქონდრიებში ცხიმოვანმჟავების ელონგაციაში?  
    • A. 

      აცეტილ-CoA

    • B. 

      ლაქტატი

    • C. 

      მალონილ-CoA

    • D. 

      მალატი

  • 7. 
    ლიპოპროტეინლიპაზას სუბსტრატია:  
    • A. 

      VLDL-ში არსებული ტრიაცილგლიცეროლები

    • B. 

      HDL-ში არსებული ტრიაცილგლიცეროლები

    • C. 

      LDL-ში არსებული ტრიაცილგლიცეროლები

    • D. 

      საკვებისმიერი ტრიაცილგლიცეროლები;

  • 8. 
    სისხლის პლაზმის ლიპოპროტეინების სტრუქტურისათვის არ არის დამახასიათებელი:  
    • A. 

      ბირთვი შედგება არაპოლარული ლიპიდებისაგან;

    • B. 

      ბირთვი გარშემორტყმულია ერთშრიანი გარსით, რომლის ფოსფოლიპიდებისა და ქოლესტეროლის პოლარული თავები გარეთა ზედაპირზეა მოთავსებული;

    • C. 

      აპოლიპოპროტეინი ინტეგრირებულია ფოსფოლიპიდურ გარსში ან ამ გარსის ზედაპირზეა მოთავსებული;

    • D. 

      ბირთვი შედგება აპოლიპოპროტეინებისაგან;

  • 9. 
    ორგანიზმში ქოლესტეროლის გარდაქმნისას არ წარმოიქმნება:  
    • A. 

      კორტიკოსტეროიდები

    • B. 

      ნაღვლის მჟავები

    • C. 

      სასქესო ჰორმონები

    • D. 

      ნუკლეინის მჟავები

  • 10. 
    რომელი ნაერთი არ წარმოადგენს ქოლესტეროლის ბიოსინთეზის ინტერმედიატს?  
    • A. 

      მევალონატი

    • B. 

      იზოპენტენილპიროფოსფატი

    • C. 

      ციტრატი

    • D. 

      HMG-CoA

  • 11. 
    რომელი ცხიმოვანმჟავადან სინთეზდება ორგანიზმში სხვა ცხიმოვანმჟავები?  
    • A. 

      ოლეინის

    • B. 

      ლინოლის

    • C. 

      ლინოლენის

    • D. 

      პალმიტინის

  • 12. 
    სისხლის პლაზმის რომელი ლიპოპროტეინი აინჰიბირებს ქოლესტეროლის ბიოსინთეზს?  
    • A. 

      VLDL

    • B. 

      HDL

    • C. 

      IDL

    • D. 

      LDL

  • 13. 
    პლაზმის რომელ ლიპოპროტეინთანაა დაკავშირებული ფერმენტი ლეციტინქოლესტეროლაცილტრანსფერაზა (LCAT) ?
    • A. 

      VLDL

    • B. 

      HDL

    • C. 

      LDL

    • D. 

      IDL

  • 14. 
    რომელი ნივთიერების ჰიდროლიზის შედეგად წარმოიქმნება თავისუფალი ცხიმოვანი მჟავები?  
    • A. 

      ჰისტონების

    • B. 

      ტრიაცილგლიცეროლების

    • C. 

      ქრომოპროტეინების

    • D. 

      ფოსფოპროტეინების

  • 15. 
    რომელი ნაერთი წარმოადგენს ყველა სტეროიდის წინამორბედს?  
    • A. 

      ჰემოგლობინი

    • B. 

      მიოგლობინი

    • C. 

      ქოლესტეროლი

    • D. 

      ალბუმინი

  • 16. 
    რომელი ნივთიერების ჰიდროლიზით არ მიიღება გლიცეროლი?  
    • A. 

      ტრიაცილგლიცეროლის

    • B. 

      მონოაცილგლიცეროლის

    • C. 

      დიაცილგლიცეროლის

    • D. 

      ქოლესტეროლის ეთერების

  • 17. 
    რამდენ ნახშირბადატომს შეიცავს პალმიტინმჟავა?  
    • A. 

      12

    • B. 

      14

    • C. 

      16

    • D. 

      18

  • 18. 
    რა როლს ასრულებს ციტრატი ლიპიდების მეტაბოლიზმში?  
    • A. 

      უზრუნველყოფს აცეტილ-CoA-ს ტრანსპორტს ციტოზოლიდან მიტოქონდრიაში;

    • B. 

      აინჰიბირებს აცეტილ-CoA-კარბოქსილაზას;

    • C. 

      მისგან მიღებული ოქსალოაცეტატი ამარაგებს უჯრედებს CoA -ით;

    • D. 

      აინჰიბირებს მალიკ-ფერმენტს;

  • 19. 
    აცეტილ-CoA-კარბოქსილაზას ალოსტერული აქტივატორია:  
    • A. 

      ციტრატი

    • B. 

      პალმიტოილ-CoA

    • C. 

      აცეტილ-CoA

    • D. 

      მალონილ-CoA

  • 20. 
    ტრიაცილგლიცეროლების ბიოსინთეზში არ მონაწილეობს:  
    • A. 

      გლიცეროლ-3-ფოსფატი

    • B. 

      ფოსფატიდმჟავა

    • C. 

      ლიზოფოსფატიდმჟავა

    • D. 

      აცეტოაცეტატი

  • 21. 
    რა გავლენას ახდენს ინსულინი ლიპიდების ცვლაზე?  
    • A. 

      თრგუნავს შიგაუჯრედულ ლიპოლიზს;

    • B. 

      ხელს უშლის ცხიმოვან ქსოვილში ტრიაცილგლიცეროლების დეპონირებას;

    • C. 

      იწვევს აცეტილ-CoA-კარბოქსილაზას სინთეზის რეპრესიას;

    • D. 

      ეწინააღმდეგება გლუკოზას გარდაქმნას ცხიმებად;

  • 22. 
    ქოლესტეროლის ბიოსინთეზის სიჩქარის განმსაზღვრელი საფეხურია:  
    • A. 

      აცეტოაცეტილ-CoA-სა და აცეტილ-CoA-ს კონდენსაცია ბეტა–ჰიდროქსი-ბეტამეთილგლუტარილ-HMG-CoA-ს) მისაღებად;

    • B. 

      HMG-CoA-ს აღდგენა მევალონატად;

    • C. 

      მევალონატის გარდაქმნა ორ აქტივირებულ იზოპრენად;

    • D. 

      ფარნეზილპიროფოსფატის წარმოქმნა;

  • 23. 
    ცხიმოვანი მჟავების ბეტა-დაჟანგვისთვის მართებული დებულებაა:  
    • A. 

      ეს პროცესი აქტიურად მიმდინარეობს საკვების მიღებისთანავე;

    • B. 

      მისი ინტენსივობა არაა დამოკიდებულია ქსოვილის ტიპზე და მეტაბოლურ სტატუსზე;

    • C. 

      ცხიმოვანი მჟავები ენერგიას აქტიურად იყენებს თავის ტვინი და ერითროციტი

    • D. 

      გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავები იჟანგებიან მიტოქონდრიაში;

  • 24. 
    პალმიტოილ-CoA-ს ბეტა−დაჟანგვის შესახებ მცდარი დებულებაა:  
    • A. 

      ბეტა-დაჟანგვის საბოლოო პროდუქტია ენოილ-CoA

    • B. 

      პალმიტოილ –CoA-ს ბეტა-დაჟანგვას ესაჭიროება 7 ციკლი;

    • C. 

      ამ დროს მიიღება 7 NADH და 7FADH2

    • D. 

      1 მოლი პალმიტატის დაჟანგვით შესაძლებელია 106 მოლი ATP-ის მიღება;

  • 25. 
    რომელი მოლეკულური კომპლექსის სახით გადაიტანება საკვებით მიღებული ლიპიდები ნაწლავის სანათურიდან ნაწლავის ეპითელური უჯრედების ზედაპირზე?  
    • A. 

      VLDL-ის

    • B. 

      ცხიმოვანი მჟავა/გლობულინის კომპლექსის

    • C. 

      ცხიმოვანი მჟავა/ალბუმინის კომპლექსის

    • D. 

      ნაღვლის მარილების მიცელას

Back to Top Back to top