თავის მიდამო(61-90)

30 | Total Attempts: 620

SettingsSettingsSettings
Please wait...
თავის მიდამო(61-90)

Questions and Answers
  • 1. 
    სად გაივლის საფეთქლის ღრმა სისხლძარღვები და ნერვები  
    • A. 

      საფეთქლის კუნთის გარეთა ზედაპირზე

    • B. 

      საფეთქლის კუნთსა და საფეთქლის ძვალს შორის

    • C. 

      საკუთარი ფასციის ორ ფურცელს შორის

    • D. 

      საფეთქლის ფასციასა და საფეთქლის კუნთს შორის

  • 2. 
    მაგარი გარსის წვრილი ძარღვებიდან სისხლის დენას აჩერებენ:  
    • A. 

      წყალბადის ზეჟანგის 3%-ან ხსნარში დასველებული მარლის ბურთულით, აგრეთვე სისხლძარღვის ორივე ბოლოს გადასკვნით

    • B. 

      მარილმჟავას 3%-ან ხსნარში დასველებული მარლის ბურთულით

    • C. 

      აზოტმჟავას ხსნარში დასველებული მარლის ბურთულით

    • D. 

      ცივ წყალში დასველებული მარლის ბურთულით

  • 3. 
    კრონლეინის სქემის მიხედვით ზედა ჰორიზონტალური ხაზი გაივლება:  
    • A. 

      თვალბუდის ზედა კიდეზე ქვედა ჰორიზონტალური ხაზის პარალელურად

    • B. 

      თვალბუდის ქვედა კიდეზე ჰორიზონტალურად

    • C. 

      წარბზედა რკალების დონეზე ჰორიზონტალურად

    • D. 

      ცხვირის ფუძის დონეზე ჰორიზონტალურად

  • 4. 
    ფრონტოპეტალური ქალას უმეტესი ნაწილი მოთავსებულია:  
    • A. 

      ყვრიმალის რკალების შემაერთებწლი ხაზის წინ

    • B. 

      გარეთა სასმენი ხვრელების შემაერთებელი ხაზის უკან

    • C. 

      გარეთა სასმენი ხვრელების შემაერთებელი ხაზის წინ

    • D. 

      ყვრიმალის ბორცვების შემაერთებელი ხაზის უკან

  • 5. 
    რომელი ნერვებია შუბლის მიდამოში:  
    • A. 

      ყურის წინა და უკანა ნერვები

    • B. 

      თვალბუდის ზედა და თვალბუდის ქვედა ნერვები

    • C. 

      ჭაღზედა და თვალბუდის ქვედა ნერვები

    • D. 

      ჭაღზედა და თვალბუდის ზედა ნერვები

  • 6. 
    საფეთქლის მიდამოს პირველი შემაერთებელქსოვილოვანი შრეა:  
    • A. 

      კანქვეშა ქსოვილი

    • B. 

      აპონევროზის ქვეშ მდებარე ქსოვილი

    • C. 

      ძვლისაზრდელას ქვეშ მდებარე ქსოვილი

    • D. 

      ყურის ნიჟარის წინ მდებარე ქსოვილი

  • 7. 
    მაგარ გარსსა და ქალას ძვლებს შორის ნაპრალია, რომელსაც ეწოდება:  
    • A. 

      ეპიდურული სივრცე

    • B. 

      სუბდურული სივრცე

    • C. 

      სუბარაქნოიდული სივრცე

    • D. 

      გარსთაშუა სივრცე

  • 8. 
    კრონლეინის სქემის მიხედვით საგიტალურ ხაზს ავლებენ:  
    • A. 

      ნაზიონსა და ბრეგმას შორის

    • B. 

      ნაზიონსა და კეფის გარეთა შემაღლებას შორის

    • C. 

      ნიკაპის შუა წერტილზე

    • D. 

      თვალბუდის ზედა კიდის შუაში

  • 9. 
    როგორია ქალასარქველის სისხლძარღვოვან-ნერვული კონების მსვლელობა, რაც რაც გათვალისწინებული უნდა იქნეს განაკვეთების გავლებისას:  
    • A. 

      ქვევიდან ზევით და რადიალურად

    • B. 

      ქვევიდან ზევით და განივად

    • C. 

      ზევიდან ქვევით და რადიალურად

    • D. 

      წინიდან უკან და ირიბად

  • 10. 
    ტვინის მაგარი გარსის ვენური სინუსებიდან უხშირესად ზიანდება:  
    • A. 

      მღვიმოვანი სინუსი

    • B. 

      კეფის სინუსი

    • C. 

      ქვედა საგიტალური სინუსი

    • D. 

      ზედა საგიტალური სინუსი

  • 11. 
    როგორია თავის შეუღწეველი ჭრილობა?  
    • A. 

      ტვინის მაგარი გარსი დაზიანებული არაა

    • B. 

      დაზიანებულია ტვინის მაგარი გარსი

    • C. 

      დაზიანებულია მოგრძო ტვინი

    • D. 

      დაზიანებულია ნათხემი

  • 12. 
    თავის ჭრილობის პირველადი ქირურგიული დამუშავებისას ქალასშიგა წნევის მომატების ნიშნების არსებობისას ლუმბალური პუნქციით გამოიღებენ:  
    • A. 

      30-40 მლ-მდე თავ-ზურგის ტვინის სითხეს

    • B. 

      15-20 მლ-მდე თავ-ზურგის ტვინის სითხეს

    • C. 

      5-10 მლ-მდე თავ-ზურგის ტვინის სითხეს

    • D. 

      1-2მლ-მდე თავ-ზურგის ტვინის სითხეს

  • 13. 
    ტვინის ჭრილობის არხიდან დეტრიტისა და წვრილი უცხო სხეულების გამოძევებას ხელს უწყობს:  
    • A. 

      ტვინის ჭრილობის კიდეების იოდით დამუშავება და ვიწრო ფითხით გადაწევა

    • B. 

      არტერიაში სისხლის გადასხმა

    • C. 

      ჭრილობის კიდეების ვიწრო ფითხით გადაწევა და ქალასშიგა წნევის აწევა

    • D. 

      ჭრილობის არხში ჰიპერტონული ხსნარის შესხურება

  • 14. 
    თავის ჭრილობის ყრუდ გაკერვის შემთხვევაში, რამდენი ხნით შეყავთ რეზინის საწრეტი ზოლები:  
    • A. 

      1-2 დღით

    • B. 

      10 დღით

    • C. 

      2 კვირით

    • D. 

      5 დღით

  • 15. 
    ქალას ძვალ-პლასტიკური ტრეპანაციის წესის დროს:  
    • A. 

      ძვლოვან ფირფიტას გადააბრუნებენ და დეფექტს დახურავენ მისი გარეთა ზედაპირით

    • B. 

      ძვლოვან ფირფიტას ამოაცლიან და ქალსარქველში რჩება დეფექტი

    • C. 

      ძვლოვან ნაფლეთს ოპერაციის შემდეგ ისევ ათავსებენ თავის ადგილზე და დეფექტს ხურავენ

    • D. 

      ძვლოვანი ფირფიტა იყოფა 2 ნაწილად -- გარეთა და შიგნითა, შიგნითა ფირფიტით დაიხურება დეფექტი

  • 16. 
    რამდენი სმ-ით არის დაშორებული ერთმანეთისაგან სატრეპანაციო ხვრელები?  
    • A. 

      1-2სმ

    • B. 

      2,5-3სმ

    • C. 

      3,5სმ

    • D. 

      4-5სმ

  • 17. 
    სატრეპანაციო ხვრელებს შორის ჯილის მავთულოვან ხერხს გაატარებენ:  
    • A. 

      მავთულის საშუალებით

    • B. 

      ნემსით და ძაფით

    • C. 

      მოხრილი მომჭერით

    • D. 

      სპეციალური გამტარით

  • 18. 
    რომელ ადგილზე კეთდება ქალას დეკომპრესიული ტრეპანაცია, როდესაც დიაგნოზი დადგენილია:  
    • A. 

      მნიშვნელობა არა აქვს

    • B. 

      უშუალოდ დაზიანების კერის ზემოთ

    • C. 

      ყოველთვის თხემის მიდამოში

    • D. 

      ყოველთვის შუბლის მიდამოში

  • 19. 
    ქალასარქველზე გამოიყოფა:  
    • A. 

      ნიკაპის, ლოყის, ცხვირის მიდამოები

    • B. 

      ცხვირის, პირის, ლოყის მიდამოები

    • C. 

      შუბლ-თხემ-კეფის, საფეთქლისა და დვრილისებრი მორჩის მიდამოები

    • D. 

      შუბლის, კეფის, თვალბუდის მიდამოები

  • 20. 
    ქალასარქველის გადაკვეთილი სისხლძარღვების სანათური არ ვიწროვდება, რადგან:  
    • A. 

      სისხლძარღვთა კედლები მტკიცედ არის დაკავშირებული კანთან

    • B. 

      სისხლძარღვთა კედლები მტკიცედ არის დაკავშირებული კუნთებთან

    • C. 

      სისხლძარღვთა კედლები მტკიცედ არის დაკავშირებული ძვლისაზრდელასთან

    • D. 

      სისხლძარღვთა კედლები მტიკიცედ არის დაკავშირებული კანქვეშა შემაერთებელქსოვილოვან ფირფიტებსა და ხარიხებთან

  • 21. 
    დვრილისებრი გამოსაშვები ვენა ერთმანეთთან აკავშირებს:  
    • A. 

      კეფის ვენასა და სიგმოიდურ სინუსს

    • B. 

      საფეთქლის ზედაპირულ ვენასა და განივ სინუსს

    • C. 

      საფეთქლის ზედაპირულ ვენასა და სიგმოიდურ სინუსს

    • D. 

      კეფის ვენას და ზედა საგიტალურ სინუსს

  • 22. 
    საფეთქლის ზედაპირული ფასცია წარმოადგენს:  
    • A. 

      მყესოვანი აბჯრის გაგრძელებას

    • B. 

      კისრის მესამე ფასციის გაგრძელებას

    • C. 

      კისრის შიგნითა ფასციის ვისცერული ფურცლის გაგრძელებას

    • D. 

      კისრის შიგნითა ფასციის პარიესული ფურცლის გაგრძელებას

  • 23. 
    საფეთქლის ფასცია იყოფა:
    • A. 

      კომპაქტურ და დაცხრილულ ფირფიტებად

    • B. 

      ზედაპირულ და ღრმა ფურცლებად

    • C. 

      ზედა და ქვედა ფურცლებად

    • D. 

      პარიესულ და ვისცერალ ფურცლებად

  • 24. 
    შუა მენინგეალური არტერია იყოფა:  
    • A. 

      გარეთა და შიგნითა ტოტებად

    • B. 

      ზედა და ქვედა ტოტებად

    • C. 

      წინა და უკანა ტოტებად

    • D. 

      ზედა და შუა ტოტებად

  • 25. 
    დიდი ტვინის ნამგალი გადაჭიმულია:  
    • A. 

      მამლის ბიბილოდან თურქულ კეხამდე

    • B. 

      გლაბელადან კეფის გარეთა შემაღლებამდე

    • C. 

      ნაზიონიდან კეფის შიგნითა შემაღლებამდე

    • D. 

      მამლის ბიბილოდან კეფის შიგნითა შემაღლებამდე

Back to Top Back to top