გინეკოლოგია მეოთხე ნაწილი 50 ტესტი.დ.გორაძე

50 Questions | Total Attempts: 247

SettingsSettingsSettings
Please wait...
გინეკოლოგია მეოთხე ნაწილი 50 ტესტი.დ.გორაძე

წარმატებები.დ.გორაძე


Questions and Answers
  • 1. 
    მესამე პერიოდის აქტიური მართვა გულისხმობს ოქსიტოცინისინტრამუსკულარულ ინექციას ნაყოფის გამოძევებიდან:
    • A. 

      ერთი წუთის განმავლობაში

    • B. 

      ხუთი წუთის განმავლობაში

    • C. 

      ათი წუთის განმავლობაში

    • D. 

      თხუთმეტი წუთის განმავლობაში

  • 2. 
    ჩამოთვლილთაგან რა დოზირებით უკეთდება მშიბიარეს კუნთებშიოქტიცოტინი მესამე პერიოდის აქტიური მართვის დროს?
    • A. 

      ხუთი ერთეული

    • B. 

      ათი ერთეული

    • C. 

      თხუთმეტი ერთეული

    • D. 

      ოცი ერთეული

  • 3. 
    რომელ ქმედებას ვაწარმოებთ ოქსიტოცინის ინექციის, ჭიპლარისგადაკვანძვის და გადაკვეთის შემდეგ?
    • A. 

      პლაცენტის გამოჭყლეტვა კრედე-ლაზარევიჩის წესით

    • B. 

      ჭიპლარის კონტროლირებადი ტრაქცია

    • C. 

      შარდის ბუშტის კათეტერიზაცია

    • D. 

      პლაცენტის მოცილების ნიშნების დადგენა

  • 4. 
    მშობიარობის მესამე პერიოდის აქტიური მართვისას გამოძევდა მომყოლი.ჩამოთვლილთაგან რა სიხშირით უნდა წარმოებდეს საშვილოსნოს მასაჟი ორისაათის განმავლობაში?
    • A. 

      5 წუთში ერთჯერ

    • B. 

      15 წუთში ერთჯერ

    • C. 

      25 წუთში ერთჯერ

    • D. 

      35 წუთში ერთჯერ

  • 5. 
    ჩამოთვლილი ტონომოტორული პრეპარატებიდან რომლის გამოყენების დროსუფრო მეტად არის დამახასითებელი არტერიული წნევის მომატებამშობიარეებსა და მელოგინეებში?
    • A. 

      ოქციტოცინი

    • B. 

      ენზაპროსტი

    • C. 

      მიზოპროსტოლი

    • D. 

      მეთილერგობრევინი

  • 6. 
    მომყოლის და ადრეული ლოგინობის ხანის სისხლდენის დროს სხვაპირველადი ღონისძიებების პარალელურად აუცილებელია ადექვატურიინფუზური თერაპიის გადაუდებელი დაწყება. ჩამოთვლილთაგან რომელიხსნარითაა უმჯობესი ინფუზური თერაპიის დაწყება?
    • A. 

      რეოპოლიგლუკინი

    • B. 

      ფიზიოლოგიური ხსნარი

    • C. 

      გლუკოზის 5%-იანი ხსნარი

    • D. 

      ნატრიუმის ბიკარბონატი

  • 7. 
    სახეზეა მოჭარბებული სისხლოვანი გამონადენი ადრეული ლოგინობისხანაში. მობილიზებულ იდაყვის ვენაში სასწრაფოდ დაიწყო 0,9%ფიზიოლოგიური ხსნარის წვეთოვანი გადასხმა. საინფუზიოდ გამოსაყენებელიკრისტალოიდების და სისხლის დანაკარგის მოცულობათა შორის უმჯობესიადავიცვათ შემდეგი პროპორციები:
    • A. 

      1 მლ. კრისტალოიდი : 1 მლ. სისხლის დანაკარგი

    • B. 

      2 მლ. კრისტალოიდი : 1 მლ. სისხლის დანაკარგი

    • C. 

      3 მლ. კრისტალოიდი : 1 მლ. სისხლის დანაკარგი

    • D. 

      4 მლ. კრისტალოიდი : 1 მლ. სისხლის დანაკარგი

  • 8. 
    მიმდინარეობს მომყოლის პერიოდის აქტიური მართვა. განმეორებითნაწარმოები ჭიპლარის კონტროლირებადიDტრაქციის მიუხედავად მომყოლისგამოძევება ვერ ხერხდება. საშოსმხრივი გასინჯვით არც საშოში და არცსაშვილოსნოს ყელში პლაცენტის ქსოვილი არ ისინჯება. ჩამოთვლილთაგან რასამეანო ჩარევას უნდა მიმართოს მეანმა?
    • A. 

      საშვილოსნოს ღრუში ხელით შესვლა, პლაცენტის მოცილება და მომყოლის გამოტანა

    • B. 

      ჭიპლარის განმეორებითი კონტროლირებადი ტრაქცია

    • C. 

      კრედეს წესის გამოყენება

    • D. 

      ინტრავენურად ტონომოტორული პრეპარატების შეყვანა

  • 9. 
    მომყოლის პერიოდის სისხლდენის გამო ნაწარმოები იქნა საშვილოსნოსღრუში ხელით შესვლა პლაცენტის მოცილების და მომყოლის გამოძევებისმიზნით. ოპერაციის მსვლელობისას ირკვევა, რომ “ხერხისებური” მოძრაობითგაძნელებულია პლაცენტის აშრევება საშვილოსნოს კედლიდან, ხოლო საშოდანსისხლოვან გამონადენს არ ეტყობა შემცირების ტენდენცია. ჩამოთვლილთაგანრომელ გართულებასთან გვაქვს საქმე?
    • A. 

      პლაცენტის მჭიდრო მიმაგრება

    • B. 

      საშვილოსნოს ატონია

    • C. 

      პლაცენტის ნაწილების რეტენცია საშვილონოს ღრუში

    • D. 

      პლაცენტის მიხორცება

  • 10. 
    მომყოლის პერიოდის სისხლდენის გამო მეანის მიერ ნაწარმოები იქნასაშვილოსნოს ღრუში ხელით შესვლა პლაცენტის მოცილებისა და მომყოლისგამოძევების მიზნით. ოპერაციის მსვლელობაში დადგინდა პლაცენტისმიხორცების არსებობა. ჩამოთვლილთაგან რა სამეანო ტაქტიკას უნდა მიმართოსმეანმა?
    • A. 

      პლაცენტის მოცილების განმეორებითი ენერგიული მცდელობა

    • B. 

      საშვილოსნოს გარეგანი მასაჟი

    • C. 

      გადაუდებელი ლაპარატომია – ჰისტერექტომიის ჩატარებით

    • D. 

      ტონომოტორული საშუალებების ი/ვ შეყვენა ერთჯერედად და წვეთოვნად.

  • 11. 
    გამოძევებული მომყოლის დათვალიერებისას აღმოჩნდა პლაცენტისდეფექტის არსებობა, კერძოდ მის პერიფერიულად, ზომით 3X3 სმ-ზე.ჩამოთვლილთაგან რა ღინისძიებებს უნდა მიმართთოს მეანმა?
    • A. 

      საშვილოსნოს ღრუში ხელით შესვლა, პლაცენტის ჩარჩენილი ქსოვილების მოცილება და გამოტანა

    • B. 

      მოცდითი ტაქტიკა

    • C. 

      საშვილოსნოს გარეგანი მასაჟი

    • D. 

      ტონომოტორული საშუალებების გამოყენება

  • 12. 
    ადრეულ ლოგინობის ხანაში მიტანილ იქნა ეჭვი სისხლდენისკოაგულოპათიურ ხასიათზე. სასწრაფოდ ჩატარდა კოაგულაციური ექსპრესტესტი. ჩამოთვლილთაგან რომელი უფრო მიუთითებს კოაგულოპათიურდარღვევებზე?
    • A. 

      თრომბი არ წარმოიქმნება 1 წუთის შემდეგ

    • B. 

      თრომბი არ წარმოიქმნება 3 წუთის შემდეგ

    • C. 

      თრომბი არ წარმოიქმნება 5 წუთის შემდეგ

    • D. 

      თრომბი არ წარმოიქმნება 7 წუთის შემდეგ

  • 13. 
    ადრეულ ლოგინობის ხანაში ადგილი აქვს მოჭარბებულ სისხლოვანგამონადენს საშოდან. საშვილოსნო არ არის მკვეთრად კონტურირებული, დუნეა,მაგრამ რეაგირებს მექანიკურ, ქიმიურ, თერმულ, ელექტრულ გაღიზიანებებზე.ჩამოთვლილთაგან რომელი დიაგნოზი შეეფარდება ხსენებულ სიტუაციას?
    • A. 

      საშვილოსნოს ჰიპოტონია

    • B. 

      საშვილოსნოს ატონია

    • C. 

      საშვილოსნოს ინერცია

    • D. 

      საშვილოსნოს სუბინვოლუცია

  • 14. 
    რომელი ქვემოთჩამოთვლილი პრეპარატის რექტალური დანიშვნა არისგამართლებული და ეფექტური ჰიპოტონური სისხლდენების მკურნალობისპროცესში?
    • A. 

      პაპავერინი

    • B. 

      ბუსკოპანი

    • C. 

      ჰემოროლი

    • D. 

      მიზოპროსტოლი

  • 15. 
    ადრეული ლოგინობის ხანა გართულდა ჰიპოტონური სისხლდენითსაშვილოსნოდან. ჩამოთვლილთაგან რომელი წარმოადგენს პირველი რიგისღონისძიებებს?
    • A. 

      საშვილოსნოს გარეგანი მასაჟი და ტონომოტორული საშუალებების ი/ვ შეყვანა

    • B. 

      საშვილოსნოს “მუშტზე” მასაჟი

    • C. 

      ჰისტერექტომია

    • D. 

      საშვილოსნოს ბიმანუალური კომპრესია

  • 16. 
    სახეზეა ადრეული ლოგინობის ხანის სისხლდენა საშვილოსნოს ჰიპოტონიისგამო. სისხლის დანაკაგმა მიაღწია 400 მლ. სისხლდენა გრძელდება.ჩამოთვლილთაგან რომელი სამეანო ჩარევა უნდა იქნას ნაწარმოები აღნიშნულსიტუაციაში?
    • A. 

      ლაპარატომია

    • B. 

      საშვილოსნოს ღრუში ხელით შესვლა და “მუშტზე” მასაჟი

    • C. 

      უტეროტონიკების ინექცია

    • D. 

      საშვილოსნოს გარეგანი მასაჟი

  • 17. 
    ადრეულ ლოგინობის ხანაში საშვილოსნოდან დაწყებული ჰიპოტონურისისხლდენის გამო ნაწარმოები იქნა საშვილოსნოს ღრუში ხელით შესვლა და“მუშტზე” მასაჟი. პარალელურად რა უნდა გაუკეთდეს მელოგინესზემოხსენებული სამეანო ჩარევის ეფექტურობის გაზრდის მიზნით?
    • A. 

      უტეროტონიკების ი/ვ შეყვანა ერთჯერადად და წვეთოვნად

    • B. 

      შარდის ბუშტის კათეტერიზაცია

    • C. 

      ყინულის ღრუბელის მოთავსება მუცლის წინა კედელზე

    • D. 

      ასკორბინის მჟავის ი/ვ ინექცია

  • 18. 
    ადრეულ ლოგინობის ხანაში პაციენტს დაეწყო ჰიპოტონური სისხლდენასაშვილოსნოდან. ჩაუტარდა ადექვატური ეტაპობრივი ღონისძიებებისაშვილსონოს ღრუში ხელით შესვლის და “მუშტზე” მასაჟის ჩათვლით.ხანმოკლე პაუზის შემდეგ სისხლოვანი გამონადენი კვლავ განახლდა. სისხლისსაერთო დანაკარგმა ამ დროისთვის შეადგინა 1000-1200 მლ. ჩამოთვლილთაგანრომელი სამეანო ჩარევა უნდა იქნას წარმოებული დაუყონებლივ?
    • A. 

      ოქსიტოცინის განმეორებით ი/ვ შეყვანა

    • B. 

      განმეორებითი “მუშტზე” მასაჟი

    • C. 

      საშვილოსნოს ყელზე ცირკულარულად მომჭერების დადება

    • D. 

      ლაპარატომია, შემდგომი ჰისტერექტომიით

  • 19. 
    ადრეული ლოგინობის ხანა გართულდა ჰიპოტონური სისხლდენით,რომელმაც მიიღო არაკონტროლირებადი (მასიური) ხასიათი. სისხლის საერთოდანაკარგმა შეადგინა 1000-1200 მლ. მელოგინე მზადდება ურგენტულილაპარატომიისთვის. როგორც დროებითი ღონისძიება, ნაწარმოები იქნა მუცლისაორტის მიჭყლეტა მუცლის წინა კედლიდან. ჩამოთვლილი მეთოდებიდანრომელი ითვლება ასევე ქმედით, დროებით ღონისძიებად სისხლდენისშესაჩერებლად ლაპარატომიის წინ?
    • A. 

      საშვილოსნოს ბიმანუალური კომპრესია

    • B. 

      გარეგანი მასაჟი

    • C. 

      უტეროტონიკების განმეორებითი ი/ვ შეყვანა

    • D. 

      ცივი ღრუბელი მუცლის წინა კედელზე

  • 20. 
    ადრეული ლოგინობის ხანის მასიური ჰიპოტონური სისხლდენის გამოკეთდება გადაუდებელი ლაპარატომია. სახეზეა თრომბოჰემორაგიულისინდრომის ბიოქიმიური და კლინიკური ნიშნები. ჩამოთვლილთაგანმართებულად უნდა ჩაითვალოს ოპეარციული ჩარევის შემდეგი მასშტაბი:
    • A. 

      საშვილოსნოს საშოსზედა ამპუტაცია

    • B. 

      საშვილოსნოს მაგისტრალური სისხლძარღვების გადაკვანძვა

    • C. 

      საშვილონოს ექსტირპაცია

    • D. 

      საშვილოსნოს დეფუნდაცია

  • 21. 
    კლიტორის არეში დეფექტის დროს მისი მთლიანობის აღდგენისასაუცილებელია შემდეგი პირობის დაცვა:
    • A. 

      შარდსადენში წინასწარ კათეტერის ჩადგმა

    • B. 

      გაკერვა ხდება რექტალური კონტროლით

    • C. 

      ჭრილობის ირგვლივ უტეროტონიკების ინექცია

    • D. 

      კლიტორის ჭრილობაზე ყინულიანი ბუშტის აპლიკაცია

  • 22. 
     რბილის სამშობიარო გზების დათვალიერებისას აღმოჩნდა შორისის ღრმაჩახევა. რექტალური გასინჯვით სწორი ნაწლავის კედელი და სფინქტერი მთელი.შორისის რომელი ხარისხის ჩახევას აქვს ადგილი?
    • A. 

      I ხარისხის

    • B. 

      II ხარისხის

    • C. 

      III ხარისხის

    • D. 

      ცენტრალური ჩახევა

  • 23. 
    შორისის მესამე ხარისხის ჩახევის დროს შორისის მთლიანობის აღდგენაუნდა დაიწყოს:
    • A. 

      საშოს ლორწოვანის გაკერვით

    • B. 

      შორისის კუნთების გაკერვით

    • C. 

      სწორი ნაწლავის კედლის და სფინქტერის გაკერვით

    • D. 

      შორისის კანის გაკერვით

  • 24. 
    ჩამოთვლილი მეთოდებიდან რომელი იხმარება საშვილოსნოს ყელის ჩახევისხარისხის დასადგენად?
    • A. 

      სარკეებით გასინჯვა

    • B. 

      რექტალური გასინჯვა

    • C. 

      საშოსმხრივი გასინჯვა

    • D. 

      რექტო-ვაგინალური გასინჯვა

  • 25. 
    ჩამოთვლილთაგან საშვილოსნოს ყელის რომელი ხარისხის ჩახევის დროსარის აუცილებელი ნაწარმოები იქნას საშვილოსნოს ღრუს ხელით რევიზია?
    • A. 

      I ხარისხის ჩახევა

    • B. 

      II ხარისხის ჩახევა

    • C. 

      III ხარისხის ჩახევა

  • 26. 
    ჩამოთვლილთაგან რომელი გინეკოლოგიური გართულებაა უფრო მეტადმოსალოდნელი შორისის ჭრილობის არასრულფასოვანი გაკერვის შემთხვევებში?
    • A. 

      საშვილოსნოს მიომა

    • B. 

      ენდომეტრიოზი

    • C. 

      საკვერცხის კისტა

    • D. 

      საშოს კედლების დაწევა

  • 27. 
    ჩამოთვლილთაგან რომელი წარმოადგენს საშვილოსნოს გახევის ყველაზეხშირ ლოკალიზაციას?
    • A. 

      საშვილსნოს ფუძე

    • B. 

      საშვილოსნოს წინა კედელი

    • C. 

      საშვილოსნოს ქვედა სეგმენტი

    • D. 

      საშვილოსნოს უკანა კედელი

  • 28. 
    ჩამოთვლილთაგან რომელი სამეანო პათოლოგიისთვის უფროადამახასიათებელი ცრუ ჭინთვები?
    • A. 

      საშვილოსნოს მოსალოდნელი გახევა

    • B. 

      საშვილოსნოს ყელის დისტოცია

    • C. 

      სამშობიარო მოქმედების სისუსტე

    • D. 

      ნაადრევი მშობიარობა

  • 29. 
    საშვილოსნოს ტეტანური შეკუმშვები წარმოადგენს საშვილოსნოს დაწყებითიგახევის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სადიაგნოსტიკო ნიშანს. ჩამოთვლილთაგანკიდევ რომელი პათოლოგიისთვის არის დამახასიათებელი საშვილოსნოსტეტანური შეკუმშვები?
    • A. 

      პრეეკლამპსია

    • B. 

      ოქსიტოცინის ჰიპერდოზირება სტიმულაციის დროს

    • C. 

      Option 3

    • D. 

      Option 4

  • 30. 
    ჩამოთვლილთაგან რა მასშტაბის ოპერაცია უნდა გაკეთდეს საშვილოსნოსდასრულებული გახევის შემთხვევაში?
    • A. 

      საშვილოსნოს საშოსზედა ამპუტაცი

    • B. 

      საშვილოსნოს დეფუნდაცია

    • C. 

      საშვილოსნოს ექსტირპაცია

    • D. 

      საშვილოსნოს ჭრილობის გაკერვა

  • 31. 
    მშობიარე აფორიაქებულია; ყვირის. სახე შეშინებული. ობიექტურად:საშვილოსნოს ქვედა სეგმენტი ძალზედ მტკივნეული და დაჭიმული; ვულვაშეშუპებული. საშვილოსნოს მიღებული აქვს ქვიშის საათის ფორმა.კონტრაქციული რგოლი ელევირებულია და მდებარეობს ირიბად. ნაყოფისგულისცემის მოსმენა გაძნელებულია. რომელ სამეანო პათოლოგიასთან გვაქვსსაქმე?
    • A. 

      ნორმალურად მიმაგრებული პლაცენტის ნაადრევი აცლა

    • B. 

      სამშობიარო მოქმედების დისკოორდინაცია

    • C. 

      პლაცენტის წინმდებარეობა

    • D. 

      საშვილოსნოს მოსალოდნელი გახევა

  • 32. 
    საშოსმხრივი გასინჯვით და ექოსკანირებით ირკვევა, რომ საშვილოსნოსარასრულ გახევას მოყვა ინტრალიგამენტური ჰემატომის ჩამოყალიბება.ჩამოთვლილთაგან რა ლოკალიზაციის გახევისთვის უფროა დამახასიათებელიინტრალიგამენტური ჰემატომის განვითარება?
    • A. 

      საშვილოსნოს გვერდითი კედელი

    • B. 

      საშვილოსნოს ფუძე

    • C. 

      საშვილოსნოს ქვედა სეგმენტი

    • D. 

      საშვილოსნოს უკანა კედელი

  • 33. 
    მომყოლის პერიოდის აქტიური მართვის შემადგენელი კომპონენტებიდანრომელი მათგანია განკუთვნილი საშვილოსნოს პირუკუ გადმობრუნებისსაპროფილაქტიკოდ?
    • A. 

      ოქსიტოცინის ი/მ ინექცია

    • B. 

      საშვილოსნოს გარეგანი მასაჟი

    • C. 

      კონტრტრაქცია ბოქვენის ზემოთ დადებული ხელით

    • D. 

      ჭიპლარის კონტროლირებადი ტრაქცია

  • 34. 
    მომყოლის პერიოდში ჭიპლარის მკვეთრი მოქაჩვის და პარალელურადკრედეს წესით მომყოლის გამოჭყლეტვის მცდელობისას უეცრად მშობიარეგახდა ცუდად. აღენიშნება მწვავე ტკივილები მუცლის არეში, ტაქიკარდია,არტერიული წნევის შემცირება. კანი ფერმკრთალია. სასქესო ნაპრალიდანგამოჩრილია რბილი კონსისტენციის, წითელი ფერის სიმსივნური წარმონაქმნი,რომლის ქვედა პოლუსზე მიმაგრებულია პლაცენტა. მუცლის წინა კედლიდანსაშვილოსნოს პალპირება ვერ ხერხდება. ჩამოთვლილთაგან რომელ სამეანოგართულებასთან გვაქვს საქმე?
    • A. 

      საშვილოსნოს გახევა

    • B. 

      საშვილოსნოს პირუკუ გადმობრუნება

    • C. 

      პლახცენტის არასრული წინმდებარეობა

    • D. 

      პლაცენტის მიხორცება

  • 35. 
    ჩამოთვლილთაგან რომელი ითვლება შარდბუშტ-საშოს ფისტულისჩამოყალიბების ყველაზე მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორად?
    • A. 

      სანაყოფე სითხის ნაადრევი დაღვრა

    • B. 

      სამშობიარო მოქმედების დისკოორდინაცია

    • C. 

      პლაცენტის წინმდებარეობა

    • D. 

      ნაყოფის თავის ერთ სიბრტყეში დიდხანს დგომა

  • 36. 
    ჰემორაგიული შოკი ვითარდება სისხლის დანაკარგის დროს, რომლისმოცულობაა:
    • A. 

      სხეულის მასის 0,2%-ზე მეტი

    • B. 

      სხეულის მასის 0,5%-ზე მეტი

    • C. 

      სხეულის მასის 0,7%-ზე მეტი

    • D. 

      სხეულის მასის 1%-ზე მეტი

  • 37. 
    მწვავე სისხლის დანაკარგის (700-1300 მლ) საწყის ეტაპზე ქალისორგანიზმში ვითარდება კომპენსატორული რეაქცია, რაც მდგომარეობს სიმპატო- ადრენალური სისტემის აქტივაციაში კატექოლამინების გამოყოფით.ჩამოთვლილთაგან პულსის რა სახის ცვლილებებია ტიპიური ზემოხსენებულიგარდაქმნების დროს?
    • A. 

      ბრადიკარდია

    • B. 

      ტაქიკარდია

    • C. 

      სიხშირე არ იცვლება

    • D. 

      ექსტრასისტოლური არითმია

  • 38. 
    სამეანო სისხლდენის დროს კომპენსატორულად ხდება წყლის შეკავებაორგანიზმში და ინტერსტიციალური სითხის გადათავსება სისხლძარღვთაკალაპოტში. ჩამოთვლილთაგან რომელი ჰორმონის სეკრეციის გაზრდისმეშვეობით ხორციელდება ზემოხსენებული ცვლილებები?
    • A. 

      ოქსიტოცინი

    • B. 

      პროლაქტინი

    • C. 

      ანტიდიურეზული

    • D. 

      ინსულინი

  • 39. 
    რომელი ჩამოთვლილი ნეიროენდოკრინული სინდრომებისგან წარმოადგენსუფრო სპეციფიურ გართულებას ქალებისთვის, რომლებმაც წინა მშობიარობისდროს გადაიტანეს მასიური სისხლდენა?
    • A. 

      ადრენოგენიტალური სინდრომი

    • B. 

      პრემენსტრუალური სინდრომი

    • C. 

      კიარი-ფრომელის სინდრომი

    • D. 

      შიენის სინდრომი

  • 40. 
    ჰემორაგიული შოკის ინტენსიური მკურნალობის ეფექტურობის შეფასებისერთ-ერთ მნიშვნელოვან კრიტერიუმს წარმოადგენს დიურეზის მოცულობა.ჩამოთვლილთაგან დიურეზის რა ზღვრული მაჩვენებელია უფრო მართებული?
    • A. 

      კრიტიკულია 30 მლ./სთ-ზე ნაკლები

    • B. 

      კრიტიკულია 60 მლ./სთ-ზე ნაკლები

    • C. 

      კრიტიკულია 90 მლ./სთ-ზე ნაკლები

    • D. 

      კრიტიკულია 120 მლ./სთ-ზე ნაკლები

  • 41. 
    ჰემორაგიული შოკის ინტენსიური მკურნალობის პროცესში ცირკულირებადისისხლის მოცულობის აღდგენის, მიკროცირკულაციის გაუმჯობესების დალაზიქსის მცირე დოზების შეყვანის მიუხედავად დიურეზის მოცულობა არიზრდება. ამასთანავე სხვა კრიტერიუმების მიხედვით (თA, P, ჩVP, HB, Hთ,სისხლის შედედების დრო) აღინიშნება დადებითი დინამიკა. სისხლდენისშეჩერების მიზნით პაციენტს ჩაუტარდა ოპერაცია: საშვილოსნოს ექსტირპაციადანამატების გარეშე. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელ გართულებაზე უნდავიფიქროთ შექმნილ სიტუაციაში?
    • A. 

      შარდსაწვეთის გადაკვანძვა

    • B. 

      შარდის ბუშტის დაბეჟვა

    • C. 

      შარდის ბუშტის ტრამვა

    • D. 

      ორმხრივი ჰიდრონეფროზი

  • 42. 
    დადგენილია, რომ სისხლის დანაკარგის პროგრესირების პარალელურადჰემოტრანსფუზიის მოცულობა უნდა აჭარბებდეს სისხლის დანაკარგისმოცულობას. ერთი და იგივე სისხლის დანაკარგის პირობებშიჰემოტრანსფუზიის ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რა მოცულობა ჩაითვლება უფრომართებულად?
    • A. 

      სისხლის დანაკარგი შეადგენს სხეულის მასის 0,8-1,0% - ჰემოტრანსფუზიის მოცულობა 70-80%

    • B. 

      სისხლის დანაკარგი შეადგენს სხეულის მასის 0,8-1,0% - ჰემოტრანსფუზიის მოცულობა 100-105%

    • C. 

      სისხლის დანაკარგი შეადგენს სხეულის მასის 0,8-1,0% - ჰემოტრანსფუზიის მოცულობა 130-150%

    • D. 

      სისხლის დანაკარგი შეადგენს სხეულის მასის 0,8-1,0% - ჰემოტრანსფუზიის მოცულობა 180-200%

  • 43. 
    ჩამოთვლილთაგან რომელი სამეანო სიტუაციისთვის არ არისდამახასიათებელი თრომბოჰემორაგიული სინდრომის განვითარება?
    • A. 

      ნორმალურად მიმაგრებული პლაცენტის ნაადრევი აცლა

    • B. 

      მკვდარი ნაყოფი

    • C. 

      ლოგინობის ხანის სეფსისი

    • D. 

      სამშობიარო მოქმედების პირველადი სისუსტე

  • 44. 
    ქვემოთ ჩამოთვლილი გამოკვლევის მეთოდებიდან რომლის პრეროგატივასწარმოადგენს პლაცენტის მიხორცების კონკრეტული ფორმის (AჩღEთA,INჩღEთA, PEღჩღEთA) დაზუსტება?
    • A. 

      კლინიკური

    • B. 

      ჰისტოპათოლოგიური

    • C. 

      ბიოქიმიური

    • D. 

      ელექტროფიზიოლოგიური

  • 45. 
    საკეისრო კვეთის ოპერაციის რომელი ქვემოთ ჩამოთვლილი სახეობაითვლება ნაკლებ საიმედოდ ოპერაციისშემდგომ პერიოდში ნაწიბურისარასრულფასოვნების განვითარების მაღალი რისკის გამო?
    • A. 

      ქვედა სეგმენტში გარდიგარდმო განაკვეთით

    • B. 

      ექსტრაპერიტონეალური

    • C. 

      კორპორალური

    • D. 

      ქვედა სეგმენტში, პერიტონეუმის დროებითი შემოფარგვლით

  • 46. 
    კეთდება გადაუდებელი ლაპარატომია საშვილოსნოს დაწყებითი გახევისდიაგნოზით. სახეზეა პირველადი მშობიარე – 23 წლის. პირველი ორსულობადასრულდა გვიანი თვითნებითი აბორტით 16-17 კვირის ორსულობის ვადაზე.ამჟამად უწყლო შუალედი შეადგენს 2 საათს. ინფექციის კლინიკური ნიშნები არაღინიშნება. საოპერაციო არის დათვალიერებისას ქვედა სეგმენტში, მარცხნივაღინიშნება ნახეთქი 2X3 სმ-ზე. ლოკალურად ქსოვილი ჩვეულებრივი ელფერის,ნადებების გარეშე. კიდეები სწორი. ჩამოთვლილთაგან რომელი სამეანო ჩარევაუნდა შეირჩეს მეანის მიერ?
    • A. 

      საშვილოსნოს ექსტირპაცია

    • B. 

      საშვილოსნოს საშოსზედა ამპუტაცია

    • C. 

      საშვილოსნოს დეფუნდაცია

    • D. 

      საშვილოსნოს ჭრილობის გაკერვა.

  • 47. 
    ქვემოთჩამოთვლილი რომელი მდგომარეობის დროს ვითარდებაენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია?
    • A. 

      ენტოდერმალური სინუსის სიმსივნე

    • B. 

      კისტოზური ტერატომა

    • C. 

      დისგერმინომა

    • D. 

      საკვერცხეების პოლიკისტოზი

  • 48. 
    ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელი არ მიეკუთვნება ჯანდაცვის მსოფლიოორგანიზაციის (ჯანმო) კლასიფიკაციის თანახმად ენდომეტრიუმისჰიპერპლაზიური პროცესების ძირითად ფორმებს?
    • A. 

      ჯირკვლოვანი ჰიპერპლაზია

    • B. 

      ენდომეტრიუმის პოლიპი

    • C. 

      საშვილოსნოს სარკომა

    • D. 

       ატიპიური ჰიპერპლაზია

  • 49. 
    ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელი განიხილება როგორც კიბოსწინადაავადება?
    • A. 

      ჯირკვლოვან-კისტოზური ჰიპერპლაზია

    • B. 

      ჯირკვლოვან-ფიბროზული პოლიპი

    • C. 

      ენდომეტრიუმის ატიპიური ჰიპერპლაზია

    • D. 

      საშვილოსნოს კიბო

  • 50. 
    ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელი სიმპტომი არ არის დამახასიათებელიენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიური პროცესების კლინიკისათვის?
    • A. 

      მესტრუალური ციკლის დარღვევები

    • B. 

      ქალები ასაკი 40-50წელი

    • C. 

      სისხლდენები სასქესო გზებიდან

    • D. 

      საშოდან თეთრი ფერის გამონადენი