თავის მიდამო 31-60

30 | Total Attempts: 763

SettingsSettingsSettings
Please wait...
თავის მიდამო 31-60

Questions and Answers
  • 1. 
    შუბლ-თხემ-კეფის მიდამოს სისხლძარღვები მოთავსებულია:  
    • A. 

      მყესოვანი აბჯრის ქვეშ განივად

    • B. 

      მყესოვანი აბჯრის ზევით გასწვრივად

    • C. 

      მყესოვანი აბჯრის ზევით რადიალურად

    • D. 

      მყესოვანი აბჯრის ზევით სპირალურად

  • 2. 
    დვრილისებრი გამოსაშვები ვენა გაივლის:  
    • A. 

      საფეთქლის ძვლის ხვრელში

    • B. 

      დვრილისებრ ხვრელში

    • C. 

      სახის ნერვის არხში

    • D. 

      კეფის ხვრელში

  • 3. 
    კეფის გამოსაშვები ვენა ერთმანეთთან აკავშირებს:  
    • A. 

      კეფის ვენასა და სწორ სინუსს

    • B. 

      კეფის ვენას და განივ სინუსს

    • C. 

      საფეთქლის ზედაპირულ ვენას და განივ სინუსს

    • D. 

      ყურის უკანა ვენას და განივ სინუსს

  • 4. 
    ყურ-საფეთქლის ნერვი გამოეყოფა:  
    • A. 

      ზედაყბის ნერვს

    • B. 

      ქვედაყბის ნერვს

    • C. 

      ყვრიმალის ნერვს

    • D. 

      ლოყის ნერვს

  • 5. 
    შუა მენინგეალური არტერია ქალას ღრუში შედის:  
    • A. 

      წვეტიანი ხვრელით

    • B. 

      მრგვალი ხვრელით

    • C. 

      ოვალური ხვრელით

    • D. 

      კეფის დიდი ხვრელით

  • 6. 
    რა დანიშნულება აქვს ტვინისათვის მაგარი გარსის მორჩებს:  
    • A. 

      იცავენ სისხლძარღვებს და ნერვებს

    • B. 

      იცავენ ლიმფურ ძარღვებს

    • C. 

      გამოყოფენ თავ-ზურგ-ტვინის სითხეს

    • D. 

      ასრულებენ ამორტიზატორის როლს

  • 7. 
    ტვინის მაგარ გარსს კვებავს:  
    • A. 

      შუა მენინგეალური, ხერხემლის და ტვინის შუა არტერიები

    • B. 

      წინა მენინგეალური და ხახის დასწვრივი არტერიები

    • C. 

      უკანა მენინგეალური, ხერხემლის და ტვინის უკანა არტერიები

    • D. 

      წინა, შუა და უკანა მენინგეალური არტერიები

  • 8. 
    ზედა საგიტალური სინუსი ვრცელდება:  
    • A. 

      ბრმა ხვრელიდან მღვიმოვან სინუსამდე

    • B. 

      გლაბელადან ქედის ქვედა ხაზამდე

    • C. 

      ნაზიონიდან თურქულ კეხამდე

    • D. 

      ბრმა ხვრელიდან კეფის შიგნითა შემაღლებამდე

  • 9. 
    კეფის სინუსი გაივლის:  
    • A. 

      ნათხემის ნამგლის ძირში

    • B. 

      სიგმოიდური ღარის გასწვრივ

    • C. 

      განივი ღარის პარალელურად

    • D. 

      მღვიმოვანი სინუსის ლატერალურად

  • 10. 
    ცენტრალური ღარი გამოყოფს:  
    • A. 

      შუბლის წილს თხემის წილისაგან

    • B. 

      თავის თვინის ჰემისფეროებს ერთმანეთისაგან

    • C. 

      შუბლის წილს საფეთქლის წილისაგან

    • D. 

      თხემის წილს კეფის წილისაგან

  • 11. 
    ქალა-ტვინის ტოპოგრაფიას შეისწავლიან:  
    • A. 

      ჯანელიძის სქემით

    • B. 

      ბურდენკოს სქემით

    • C. 

      კრონლეინის სქემით

    • D. 

      ჩიქოვანის სქემით

  • 12. 
    სახის გვერდითი მიდამო მოისაზღვრება ზევიდან:  
    • A. 

      ცხვირ-ტუჩის ნაოჭით

    • B. 

      ყვრიმალის რკალით და თვალბუდის ქვედა კიდით

    • C. 

      წარბების დონეზე გავლებული ჰორიზონტალური სიბრტყით

    • D. 

      ყვრიმალის რკალით და თვალბუდის Eზედა კიდით

  • 13. 
    სახის გვერდითი მიდამოს კანქვეშა ქსოვილში განლაგებულია:  
    • A. 

      საღეჭი კუნთები

    • B. 

      სანერწყვე ჯირკვლები

    • C. 

      ცხიმისა და ოფლის ჯირკვლები

    • D. 

      სისხლძარღვები და ნერვები

  • 14. 
    ქვედა ყბის უკანა ფოსო შემოსაზღვრულია, ზევიდან:  
    • A. 

      გარეთა სასმენი ხვრელით

    • B. 

      შიგნითა სასმენი ხვრელით

    • C. 

      ფრთისებრი მორჩით

    • D. 

      სადგისისებრი მორჩით

  • 15. 
    ყბა-ყურის ჯირკვლის კაფსულისათვის დამახასიათებელია:  
    • A. 

      მჭიდროდაა დაკავშირებული ორგანოს სტრომასთან და ლატერალურ ზედაპირზე შეიცავს დეფექტს

    • B. 

      მჭიდროდაა დაკავშირებული ორგანოს სტრომასთან და მედიალურ ზედაპირზე შეიცავს დეფექტს

    • C. 

      შეიცავს პარიესულ და ვისცერულ ფურცლებს

    • D. 

      ორგანოს სტრომასთან მჭიდროდ არ არის დაკავშირებული

  • 16. 
    ყბა-ყურის ჯირკვლის სისქეში გარეთა საძილე არტერიას გამოეყოფა:  
    • A. 

      ხახის ასწვრივი არტერია, ხორხის ზედა არტერია

    • B. 

      საფეთქლის ზედაპირული არტერია, ზედა ყბის არტერია

    • C. 

      სახის არტერია, თვალბუდის ქვედა არტერია

    • D. 

      ენის არტერია, ზედა ყბის არტერია

  • 17. 
    ყბა-ყურის ჯირკვლის სადინარი იხსნება პირის კარიბჭეში:  
    • A. 

      ზედა ეშვის დონეზე

    • B. 

      ზედა მეორე დიდი ძირითადი კბილის დონეზე

    • C. 

      მედიალური საჭრელი კბილის დონეზე

    • D. 

      ლატერალური საჭრელი კბილის დონეზე

  • 18. 
    სახის არტერია პროექცირდება ხაზზე, რომელიც გაივლის საღეჭი კუნთის წინა კიდისა და ქვედა ყბის ქვედა კიდის გადაკვეთის წერტილიდან:  
    • A. 

      ცხვირის ფრთამდე

    • B. 

      პირის კუთხემდე

    • C. 

      თვალის ნაპრალის შიგნითა კუთხემდე

    • D. 

      თვალის ნაპრალის გარეთა კუთხემდე

  • 19. 
    სახის ღრმა მიდამოში ზედა ყბის არტერიას გამოეყოფა:  
    • A. 

      შუა მენინგეალური არტერია, კბილბუდეთა ზედა უკანა არტერიები

    • B. 

      წინა და უკანა მენინგეალური არტერიები, საღეჭი არტერია

    • C. 

      უკანა მენინგეალური არტერია, კბილბუდეთა ქვედა არტერია, საღეჭი არტერია, საფეთქლის ღრმა არტერიები, ლოყის არტერია

    • D. 

      შუა მენინგეალური არტერია, კბილბუდეთა ქვედა არტერია, საღეჭი არეტრია, საფეთქლის ღრმა არტერიები, ლოყის არტერია

  • 20. 
    თავი იყოფა  
    • A. 

      ტვინისა და კისრის ნაწილებად

    • B. 

      ქალასარქველად და ქალას ფუძედ

    • C. 

      ტვინისა და სახის ნაწილებად

    • D. 

      სახისა და პირის ნაწილებად

  • 21. 
    რომელი ნერვია თხემის მიდამოში:  
    • A. 

      საფეთქლის ზედაპირული ნერვი

    • B. 

      ყურის უკანა ნერვი

    • C. 

      ყურ-საფეთქლის ნერვი

    • D. 

      ყურის წინა ნერვი

  • 22. 
    საფეთქლის მიდამო წინიდან მოისაზღვრება:  
    • A. 

      საფეთქლის ზედა ხაზი და ყვრიმალის რკალი

    • B. 

      შუბლის ძვლის ყვრიმალის მორჩი და ყვრიმალის ძვლის შუბლის მორჩი

    • C. 

      ყვრიმალის ძვლის შუბლის მორჩი და ყვრიმალის რკალი

    • D. 

      შუბლის ძვლის ყვრიმალის მორჩი და ყვრიმალის რკალი

  • 23. 
    ქალასარქველის რბილი საფარველიდან სისხლის დენას აჩერებენ:  
    • A. 

      სისხლძარღვების მომჭერით

    • B. 

      ვაზელინის პასტით

    • C. 

      სტეარინის სანთლის პასტით

    • D. 

      თაფლის სანთლის პასტით

  • 24. 
    ქსელქვეშა სივრცე მდებარეობს:  
    • A. 

      რბილი გარსის ქვეშ

    • B. 

      ქსელისებრ და რბილ გარსებს შორის

    • C. 

      მაგარ გარსსა და ქსელისებრ გარსებს შორის

    • D. 

      მაგარ გარსსა და ძვალს შორის

  • 25. 
    თხემის მიდამოს სისხლით ამარაგებს:  
    • A. 

      თხემის და შუბლის უკანა არტერიები

    • B. 

      საფეთქლის გარეთა და ყურის გარეთა არტერიები

    • C. 

      საფეთქლის ზედაპირული და ყურის უკანა არტერიები

    • D. 

      ყურის წინა და უკანა არტერიები

Back to Top Back to top