ბოლო ცილები(30-დან 100-მდე)

70 | Total Attempts: 198

SettingsSettingsSettings
Please wait...
ბოლო ცილები(30-დან 100-მდე)

Questions and Answers
  • 1. 
    ჩამოთვლილთაგან რომელი აღწერს ყველაზე კარგად პოლიპეპტიდის ალფა– სპირალურ უბანს?  
    • A. 

      მარცხნივ მბრუნავია, 5,4 ამინომჟავაა ხვეულზე

    • B. 

      მარცხნივ მბრუნავია, 6,5 ამინომჟავაა ხვეულზე

    • C. 

      მარჯვნივ მბრუნავია, 3,6 ამინომჟავაა ხვეულზე

    • D. 

      მარჯვნივ მბრუნავია, 7,0 ამინომჟავაა ხვეულზე

  • 2. 
    რომელ რეაქციას აკატალიზებს ფერმენტი არგინინსუქცინატსინთეტაზა?   
    • A. 

      ციტრულინი + ასპარტატი + ATP ---- არგინინსუქცინატი

    • B. 

      არგინინი + H2O ---- შარდოვანა + ორნითინი

    • C. 

      არგინინსუქცინატი ---- არგინინი + ფუმარატი

    • D. 

      CO2 + NH4+ + 2ATP+ H2O ---- კარბამოილფოსფატი + 2ADP+ Pი

  • 3. 
    რომელ რეაქციას აკატალიზებს ფერმენტი არგინისუქცინატლიაზა?   
    • A. 

      ციტრულინი + ასპარტატი ---- არგინინსუქცინატი

    • B. 

      არგინინი + H2O ---- შარდოვანა + ორნითინი

    • C. 

      არგინინსუქცინატი ---- არგინინი + ფუმარატი

    • D. 

      ორნითინი + კარბამოილფოსფატი ---- ციტრულინი + Pი

  • 4. 
    რომელ რეაქციას აკატალიზებს ფერმენტი არგინაზა?  
    • A. 

      არგინინი + H2O ---- შარდოვანა + ორნითინი

    • B. 

      არგინინსუქცინატი ---- არგინინი + ფუმარატი

    • C. 

      ჩO2 + NH4+ + 2AთP+ H2O ---- კარბამოილფოსფატი + 2ADP+ Pი

    • D. 

      ორნითინი + კარბამოილფოსფატი ---- ციტრულინი + Pი

  • 5. 
    კარბამოილფოსფატსინთეტაზა I-ის ალოსტერული აქტივატორია:   
    • A. 

      AMP

    • B. 

      ATP

    • C. 

      N-აცეტილგლუტამატი

    • D. 

      შარდოვანა

  • 6. 
    შარდოვანას ციკლის რომელ ფერმენტს ესაჭიროება AთP-ის ენერგია?   
    • A. 

      არგინაზას

    • B. 

      არგინინსუქცინატლიაზას

    • C. 

      არგინინსუქცინატსინთეტაზას

    • D. 

      ყველა მათგანს

  • 7. 
    რომელ ამინომჟავას არ გააჩნია ასიმეტრიული ნახშირბადატომი?   
    • A. 

      ვალინი

    • B. 

      გლიცინი

    • C. 

      სერინი

    • D. 

      ალანინი

  • 8. 
    რომელი ამინომჟავას სახით ტრანსპორტირდება ამონიუმი კუნთებიდან ღვიძლში?   
    • A. 

      სერინის

    • B. 

      ცისტეინის

    • C. 

      ალანინის

    • D. 

      ტრიფტოფანის

  • 9. 
    შარდოვანას ბიოსინთეზის მარეგულირებელი ფერმენტია:   
    • A. 

      კარბამოილფოსფატსინთეტაზა II (ციტოპლაზმური)

    • B. 

      კარბამოილფოსფატსინთეტაზა I (მიტოქონდრიული)

    • C. 

      HMG CoA-რედუქტაზა

    • D. 

      ციტრატლიაზა

  • 10. 
    ფიბრილური ცილების ფუნქციაა:   
    • A. 

      სატრანსპორტო

    • B. 

      სტრუქტურული

    • C. 

      კატალიზური

    • D. 

      დამცველობითი

  • 11. 
    როგორი ცილაა კოლაგენი?   
    • A. 

      ნერვული ქსოვილის ძირითადი ცილა;

    • B. 

      ფიბრილური ცილა;

    • C. 

      სასიგნალო ფუნქციიის შემსრულებელი ცილა;

    • D. 

      ტრანსპორტერი ცილა;

  • 12. 
    რომელი ამინომჟავას შემცველობა აღწევს 33%-ს კოლაგენის მოლეკულაში?   
    • A. 

      გლიცინის

    • B. 

      ვალინის

    • C. 

      ასპარაგინის

    • D. 

      გლუტამინის

  • 13. 
    რომელი ვიტამინი მონაწილეობს პროლინის ჰიდროქსილირებაში?   
    • A. 

      B2

    • B. 

      D

    • C. 

      K

    • D. 

      C

  • 14. 
    ელასტინით მდიდარი ქსოვილებია:   
    • A. 

      ძვალი

    • B. 

      თვალის ბროლი

    • C. 

      ფილტვის ქსოვილი და კანი

    • D. 

      თმა და ფრჩხილები

  • 15. 
    რამდენი პოლიპეპტიდური ჯაჭვისაგან შედგება ელასტინი?   
    • A. 

      1

    • B. 

      2

    • C. 

      3

    • D. 

      4

  • 16. 
    რომელი თანმიმდევრობა შეესაბამება პეპტიდური ჯაჭვის ატომების  თანმიმდევრობას პეპტიდის ჩონჩხში?  
    • A. 

      -N-C-C-N-C-C-N-C-C

    • B. 

      -N-C-O-N-C-O-N-C-O-

    • C. 

      -N-C-C-O-N-C-C-O-N-C-C-O-

    • D. 

      -N-H-C-C-N-H-C-C-N-H-C-C-

  • 17. 
    რომელი განსაკუთრებული ამინომჟავა გვხვდება მხოლოდ ელასტინის  შემადგენლობაში?   
    • A. 

      ჰისტიდინი

    • B. 

      ასპარაგინი

    • C. 

      დესმოზინი

    • D. 

      ვალინი

  • 18. 
    პეპსინის სუბსტრატია:   
    • A. 

      სახამებელი

    • B. 

      ცილა

    • C. 

      ლიპიდები

    • D. 

      გლიკოგენი

  • 19. 
    ტრიპსინის სუბსტრატია:   
    • A. 

      ქოლესტეროლის ეთერები

    • B. 

      ცილები

    • C. 

      სახამებელი

    • D. 

      გლიკოგენი

  • 20. 
    რომელ ამინომჟავას შეუძლია ცილის მოლეკულაში დისულფიდური ხიდაკების  წარმოქმნა?   
    • A. 

      ალანინი

    • B. 

      ცისტეინი

    • C. 

      ვალინი

    • D. 

      ფენილანინი

  • 21. 
    რომელი ცილის მოლეკულა შედგება ერთი პოლიპეპტიდური ჯაჭვისაგან?   
    • A. 

      ჰემოგლობინის

    • B. 

      მიოგლობინის

    • C. 

      ინსულინის

    • D. 

      კოლაგენი

  • 22. 
    ცილების ფოლდინგი გულისხმობს:   
    • A. 

      პეპტიდური ბმების წარმოქმნას;

    • B. 

      ცილის მესამეული სტრუქტურის ფორმირებას;

    • C. 

      ალფა-სპირალის ფორმირებას;

    • D. 

      ბეტა-სტრუქტურის ფორმირება;

  • 23. 
    რომელი ბმები არ მონაწილეობენ ცილის მესამეული სტრუქტურის ფორმირებაში?   
    • A. 

      წყალბადური

    • B. 

      ჰიდროფობური ბმები

    • C. 

      კოვალენტური

    • D. 

      პეპტიდური

  • 24. 
    რომელი განმარტებაა გლობულური ცილებისათვის დამახასიათებელი?  
    • A. 

      ჰიდროფილური ამინომჟავები განთავსებულნი არიან შიგნით;

    • B. 

      ჰიდროფობური ამინომჟავები განთავსებულნი არიან გარეთ;

    • C. 

      მესამეული სტრუქტურა ყალიბდება ამინომჟავებს შორის ჰიდროფობური და ელექტროსტატიკური ურთიერთქმედებებით და წყალბადური ბმების წარმოქმნით;

    • D. 

      ცილების რიგიდული კონფორმაციისთვის საჭირო არ არის კოვალენტური დისულფიდური ბმები

  • 25. 
    ალცჰაიმერით დაავადებული პაციენტების აუტოპსიის მასალა აჩვენებს ცილის  აგრეგატების გროვას ტვინის ქსოვილში. რომელი სტრუქტურული თვისება იქნება  დამახასიათებელი ამ გროვის ცილებისათვის?  
    • A. 

      ნაკეცფენოვანი β-სტრუქტურის მაღალი შემცველობა;

    • B. 

      ალფა-სპირალური სტრუქტურის მაღალი შემცველობა;

    • C. 

      უწესრიგო ხვეულების მაღალი შემცველობა;

    • D. 

      დისულფიდური ბმები პოლიპეპტიდურ ჯაჭვებს შორის;

Back to Top Back to top