ტოპანატომია - ქირურგიული ნაწილი 2

34 | Total Attempts: 429

SettingsSettingsSettings
Please wait...
ტოპანატომია - ქირურგიული ნაწილი 2

Questions and Answers
  • 1. 
    ოპერაციის დროს, ჩვეულებრივ, რა მიმართულებით კვეთენ ქსოვილებს:
    • A. 

      მარცხნიდან მარჯვნივ

    • B. 

      მარჯვნიდან ზემოთ

    • C. 

      მარჯვნიდან ქვემოთ

    • D. 

      მარცხნიდან ირიბად და ზემოთ

  • 2. 
    ღარიან ზონდზე ფასციის გაკვეთისას რომელ მხარეს არის მიმართული სკალპელის პირი:
    • A. 

      ზემოთ

    • B. 

      ქვემოთ

    • C. 

      გვერდზე

    • D. 

      კუნთებისაკენ

  • 3. 
     რა მიზნით ედება განივად გადაკვეთილი კუნთის ბოლოს პესებრი პროვიზორული ნაკერი:
    • A. 

      კუნთის გადაკვეთილი ბოლოების ადვილად მონახვის მიზნით

    • B. 

      ნაზი ნაწიბურის ჩამოყალიბეის მიზნით

    • C. 

      ნერვის დაზოგვის მიზნით

    • D. 

      არტერიის დაზოგვის მიზნით

  • 4. 
    ლიგატურის დადებისას როდის კეთდება პირველი ჩასკვნა:
    • A. 

      მომჭერის მოხსნამდე

    • B. 

      მომჭერის გახსნისას

    • C. 

      მომჭერის მოხსნის შემდეგ

    • D. 

      მომჭერით სისხლძარღვის გარემომცველი ქსოვილების აღების შემდეგ

  • 5. 
    თუ დაზიანებულ სისხლძარღვზე ლიგატურის დადება გაძნელებულია, ანდა მისი გამოცალკევება არ არის სასურველი, როგორ ხორციელდება ჰემოსტაზი::
    • A. 

      სისხლძარღვს დატოვებენ გადასკვნის გარეშე

    • B. 

      სისხლის დენის კერას დაადებენ კოხერის მომჭერს

    • C. 

      სისხლის დენის კერას შემოუჭერენ მარლის ნახვევს

    • D. 

      სისხლის დენის კერის ირგვლივ ამოკერავენ ქსოვილებს და ადებენ ქისისებრ ნაკერს

  • 6. 
    სისხლის დენის შემაჩერებელი იარაღებია:
    • A. 

      კოხერის, სპასოკუკოცკის და ჩაჩავას მომჭერები

    • B. 

      ბილროთის, პეანის და კოხერის მომჭერები

    • C. 

      პეანის, საპეჟკოს და ფიფიას მომჭერები

    • D. 

      ბილროთის, პეანის და პიროგოვის მომჭერები

  • 7. 
    როგორ არის დაფიქსირებული ნემსდამჭერით ნემსი:
    • A. 

      ნემსდამჭერის ბოლოთი

    • B. 

      ნემსდამჭერის შუაში

    • C. 

      უშუალოდ ხრახნთან

    • D. 

      ხრახნის მახლობლად

  • 8. 
    ჭრილობის კიდიდან რამდენი სმ-ის დაშორებით უჩხვლეტენ ნემსს კანის გაკერვისას:
    • A. 

      1,0 – 1,5 სმ

    • B. 

      1,5 _ 2,0 სმ

    • C. 

      2,0 _ 2,5 სმ

    • D. 

      2,5 _ 3,0 სმ

  • 9. 
    როდისაა მოსახერხებელი დანის ხელში დაჭერა ხემის პოზიციაში:
    • A. 

      პრეპარაციის დროს

    • B. 

      კანის გაკვეთისას

    • C. 

      ხრტილის გაკვეთისას

    • D. 

      თანაბარი სიღრმის ზედაპირული განაკვეთისას

  • 10. 
    რომელი ნაკერი გამოიყენება კანის გასაკერად:
    • A. 

      უწყვეტი

    • B. 

      კვანძოვანი

    • C. 

      ქისისებრი

    • D. 

      მულტანოვსკის

  • 11. 
    მიუთითეთ კვანძების სახეები:
    • A. 

      ქირურგიული, საზღვაო და სანაოსნო

    • B. 

      უბრალო (ქალური), ქირურგიული და საზღვაო

    • C. 

      საზღვაო, უბრალო და სტომატოლოგიური

    • D. 

      ქირურგიული, საზღვაო და გინეკოლოგიური

  • 12. 
    ჩამოთვალეთ კანის პლასტიკის სახეები:
    • A. 

      ადგილობრივი ქსოვილებით, ფეხიანი ნაფლეთით და თავისუფალი პლასტიკა

    • B. 

      ფეხიანი ნაფლეთის გადანერგვა, თავისუფალი და მარყუჟისებრი

    • C. 

      თავისუფალი, რკალოვანი დაარათავისუფალი

    • D. 

      ადგილობრივი ქსოვილებით, ფეხიანი ნაფლეთით და ელიფსური

  • 13. 
    ფილატოვის წესით კანის პლასტიკის შემთხვევაში რამდენი მკვებავი ფეხი აქვს კანის ნაფლეთს:
    • A. 

      1

    • B. 

      2

    • C. 

      3

    • D. 

      4

  • 14. 
    როგორ გადააქვთ ყლორტისებრი ნაფლეთი შორეულ მიდამოში:
    • A. 

      ნავარჯიშებ ფეხს გადაკვეთენ და ჩააკერებენ ნების ზურგზე

    • B. 

      ნავარჯიშებ ფეხს გადაკვეთენ და ჩააკერებენ ფეხის ტერფზე

    • C. 

      ნავარჯიშებ ფეხს გადაკვეთენ და ჩააკერებენ მუცლის წინა კედელზე

    • D. 

      ნავარჯიშებ ფეხს გადაკვეთენ და ჩააკერებენ ზურგის მიდამოში

  • 15. 
    როგორია კანის საშუალო სისქის ნაფლეთის პლასტიკისას კანის სისქე:
    • A. 

      0,1-0,2 მმ

    • B. 

      0,2-0,3 მმ

    • C. 

      0,3-0,4 მმ

    • D. 

      0,4-0,6 მმ

  • 16. 
    რას ნიშნავს ტერმინი ტომია:
    • A. 

      ხვრელმილის შექმნას

    • B. 

      ორგანოს გაკვეთას

    • C. 

      ორგანოს ამოკვეთას

    • D. 

      ორგანოს გაკერვას

  • 17. 
    რას ნიშნავს ტერმინი amputatio?
    • A. 

      ორგანოს გაკვეთას

    • B. 

      ორგანოს გაკერვას

    • C. 

      ორგანოს მთლიანად ამოკვეთას

    • D. 

      კიდურის ან რომელიმე ორგანოს პერიფერიული ნაწილის მოკვეთა

  • 18. 
    გაუტკივარების მითითებული სახეებიდან რომელი ეკუთვნის ადგილობრივს:
    • A. 

      ინტრამუსკულარული ნარკოზი და ინტრავენური

    • B. 

      ვენური ნარკოზი და ინჰალაციური

    • C. 

      რექტალური ნარკოზი და ინჰალაციური

    • D. 

      ინფილტრაციული და რეგიონალური ანესთეზია

  • 19. 
    რამდენ ჯგუფად იყოფა ძირითადი ქირურგიული ხელსაწყოები:
    • A. 

      2

    • B. 

      3

    • C. 

      4

    • D. 

      5

  • 20. 
    ჩამოთვალეთ ნემსდამჭერის მოდელები:
    • A. 

      მატიეს, ჰეგარის და ტროიანოვის

    • B. 

      ჰეგარის, ბილროთის, მატიეს

    • C. 

      ტროიანოვის, ჰეგარის, ჩაჩავას

    • D. 

      ანთელავას, ჩაჩავას, ჰეგარის

  • 21. 
     ჩამოთვლილი ხელსაწყოებიდან რომელი ხელსაწყოთი კვეთენ რბილ ქსოვილებს:
    • A. 

      სკალპელი, ელექტროდანა, ულტრაბგერა, ლაზერის სხივი

    • B. 

      ჯილის ხერხი, ფურცლოვანი ხერხი

    • C. 

      რასპატორი, ლუერის მაშა, ტრაქეოსტომული მილი

    • D. 

      მახვილი და ფურცლოვანი კავები, კოხერის ზონდი

  • 22. 
    რომელი ნემსით სარგებლობენ სისხლძარღვის გასაკერად:
    • A. 

      დეშანის ნემსით

    • B. 

      სამწახნაგიანი მჭრელი ნემსით

    • C. 

      რევერდენის ნემსით

    • D. 

      ატრავმული ნემსით

  • 23. 
    პარენქიმულ ორგამოებზე ოპერაციული ჩარევის დროს სისხლის დენის შეჩერების მიზნით რომელი დანის გამოყენებაა მიზანშეწონილი:
    • A. 

      მახვილწვერიანი სკალპელი

    • B. 

      მუცლიანი სკალპელი

    • C. 

      სარეზექციო დანა

    • D. 

      ელექტროდანა

  • 24. 
    ლიგატურის დადებისას როდის კეთდება მეორე ჩასკვნა:
    • A. 

      მომჭერის მოხსნის შემდეგ

    • B. 

      მომჭერის მოხსნამდე

    • C. 

      მომჭერის წვერის ზემოთ აწევის შემდეგ

    • D. 

      მომჭერის წვერის ქვემოთ დაწევის შემდეგ

  • 25. 
    სისხლის დენის შეჩერების მიზნით როდის შეიძლება იქნას გამოყენებული ტამპონი:
    • A. 

      როდესაც დაზიანებულია წვრილი ვენები

    • B. 

      როდესაც დაზიანებულია მსხვილი კალიბრის არტერიები

    • C. 

      როდესაც დაზიანებულია მსხვილი კალიბრის ვენები

    • D. 

      როდესაც სისხლძარღვის გადასკვნა ტექნიკურად არ ხერხდება

Back to Top Back to top