ფიზიოლოგია - საჭმლის მომნელებელი სისტემა 2

42 | Total Attempts: 554

SettingsSettingsSettings
Please wait...
ფიზიოლოგია - საჭმლის მომნელებელი სისტემა 2

1030 - 1071


Questions and Answers
  • 1. 
    დღე-ღამეში გამოყოფილი პანკრეასის წვენის რაოდენობაა:
    • A. 

      0,5-1 ლ

    • B. 

      1-1,5 ლ

    • C. 

      1,5-2 ლ

    • D. 

      2,5-3 ლ

  • 2. 
    პანკრეასის წვენი შეიცავს შემდეგ ფერმენტებს:
    • A. 

      აქტიურ ამილაზას, ლიპაზასა და ნუკლეაზას, არააქტიურ ტრიფსინოგენსა და ქიმოტრიფსინოგენს. გარდა ამისა, ელასტაზას და A და B პროკარბოქსიპეპტიდაზებს, პროელასტაზას და პროფოსფოლიპაზას.

    • B. 

      აქტიურ ამილაზას და ლიპაზას, არააქტიურ ნუკლეაზას და ტრიფსინოგენს. გარდა ამისა, ენტეროკინაზას, ელასტაზას, ესთერაზას, ფოსფოლიპაზას და ქიმოზინს.

    • C. 

      აქტიურ ტრიფსინსა და ქიმოტრიფსინს, არააქტიურ ამილაზას, ლიპაზას და ნუკლეაზას. გარდა ამისა, ენტეროკინაზას, ელასტაზას, მალტაზას, ფრუქტოზას და ფოსფოლიპაზას.

    • D. 

      არააქტიურ ამილაზას, ტრიფსტინოგენს და ქიმოტრიფსინოგენს, აქტიურ ლიპაზას და ნუკლეაზას. გარდა ამისა, ენტეროკინაზას, ქიმოზინს, ესთერაზას და ელასტაზას.

  • 3. 
    დღე-ღამეში გამოყოფილი ნაღველის რაოდენობაა:
    • A. 

      0,5-1 ლ

    • B. 

      0,5 ლ-მდე

    • C. 

      1,5-2 ლ

    • D. 

      2 -2,5 ლ

  • 4. 
    ნაღვლის ბუშტის მოტორიკას თრგუნავს:
    • A. 

      ქოლეცისტოკინინ-პანკრეოზიმინი.

    • B. 

      გასტრინი

    • C. 

      სეკრეტინი

    • D. 

      კალციტონინი

  • 5. 
    ჩამოთვლილი ფუნქციებიდან რომელი არ შეესატყვისება ნაღვლის მონაწილეობას საჭმლის მონელებაში?
    • A. 

      იწვევს ცხიმების ემულგირებას. ნაღვლის მონაწილეობს წარმოიქმნება იმდენად მცირე დისპერსიული ცხიმის ნაწილაკები, რომ შესაძლებელი ხდება მათი შეწოვა.

    • B. 

      ხსნის ცხიმის ჰიდროლიზის პროდუქტებს, რითაც ხელს უწყობს მათ შეწოვას.

    • C. 

      ზრდის პანკრეასის და ნაწლავის ფერმენტების (განსაკუთრებით ალფა-ლიპაზის) აქტივობას.

    • D. 

      ხელს უშლის ცხიმში ხსნადი ვიტამინების შეწოვას და აკავებს ნაღვლის სეკრეციას.

  • 6. 
    დღე-ღამეში გამოყოფილი წვრილი ნაწლავის წვენის რაოდენობაა:
    • A. 

      0,5-1 ლ

    • B. 

      1-1,5 ლ

    • C. 

      1,5-2 ლ

    • D. 

      2,5-3 ლ

  • 7. 
    წვრილი ნაწლავის შემადგენლობაშია ფერმენტები, გარდა:
    • A. 

      ენტეროკინაზა, პეპიტდაზა, ამილაზა.

    • B. 

      ტუტოვანი ფოსფატაზა, ნუკლეაზა, ლაქტაზა.

    • C. 

      ლიპაზა, ფოსფოლიპაზა, საქაროზა.

    • D. 

      გასტრიქსინი, ელასტაზა, კარბოქსიპეპტიდაზა.

  • 8. 
    ენტეროკინაზა გამომუშავდება:
    • A. 

      კუჭში

    • B. 

      პანკრეასში

    • C. 

      ღვიძლში

    • D. 

      თორმეტგოჯა ნაწლავში.

  • 9. 
    თორმეტგოჯა ნაწლავის წვენის pH-ია:
    • A. 

      2,0-4,0

    • B. 

      5,4-6,4

    • C. 

      7,2-8,0

    • D. 

      3,3-5,3

  • 10. 
    პანკრეასის წვენის ტუტიანობა განპირობებულია მასში:
    • A. 

      ქლორიდების არსებობით.

    • B. 

      ფოსფატების არსებობით.

    • C. 

      ბიკარბონატების არსებობით.

    • D. 

      ორგანული ნივთიერებებით.

  • 11. 
     პანკრეასის სეკრეციას აძლიერებენ:
    • A. 

      სეკრეტინი, ბომბეზინი.

    • B. 

      გლუკაგონი, კალციტონინი.

    • C. 

      სომატოსტატინი

    • D. 

      კუჭის მაინჰიბირებელი პეპტიდი.

  • 12. 
    პანკრეასის სეკრეციას აკავებს:
    • A. 

      სეკრეტინი

    • B. 

      ბომბეზინი

    • C. 

      ნივთიერება P.

    • D. 

      სომატოსტატინი

  • 13. 
    საკვების მიღებიდან 2-3 წუთის შემდეგ ძლიერდება და 6-14 საათი გრძელდება:
    • A. 

      კუჭის მოტორიკა.

    • B. 

      პანკრეასის წვენის სეკრეცია.

    • C. 

      კუჭის წვენის სეკრეცია.

    • D. 

      თორმეტგოჯა ნაწლავის სეკრეცია და მოტორიკა.

  • 14. 
    ჰორმონი, რომელსაც შეუძლია პანკრეასის როგორც შეკავება, ასევე აგზნება არის:
    • A. 

      ქოლეცისტოკინინ-პანკრეოზიმინი.

    • B. 

      კუჭის მაინჰიბირებელი პეპტიდი (GIP).

    • C. 

      ვაზოაქტიური ინტერსტიციური პეპტიდი (VIP).

    • D. 

      პანკრეასული პოლიპეპტიდი (PP).

  • 15. 
    სეკრეტინის გავლენით პანკრეასიდან გამოიყოფა წვენი:
    • A. 

      ბიკარბონატებითა და ფერმენტებით მდიდარი.

    • B. 

      ბიკარბონატებით მდიდარი და ფერმენტებით ღარიბი.

    • C. 

      ბიკარბონატებით ღარიბი და ფერმენტებით მდიდარი.

    • D. 

      ბიკარბონატებითა და ფერმენტებით ღარიბი.

  • 16. 
    ნორმაში წვრილი ნაწლავის შეკუმშვის ტიპებია ყველა, გარდა:
    • A. 

      რიტმული სეგმენტაცია.

    • B. 

      ქანქარისებური

    • C. 

      ანტიპერისტალტიკური, სიგრძივი.

    • D. 

      ტონური

  • 17. 
    ქანქარისებურ შეკუმშვას უზრუნველყოფს:
    • A. 

      კუნთების ცირკულური (ირგვლივი) შრის შეკუმშვები.

    • B. 

      კუნთების სიგრძივი შრის შეკუმშვა და ცირკულური კუნთები.

    • C. 

      ქიმუსის ზემოთ ცირკულურის, ხოლო ქვემოთ სიგრძივი კუნთების შეკუმშვა.

    • D. 

      ქიმუსის ზემოთ და ქვემოთ სიგრძივი კუნთების შეკუმშვა.

  • 18. 
    პერისტალტიკურია შეკუმშვა, როდესაც ვითარდება:
    • A. 

      ქიმუსის ზემოთ სიგრძივის, ხოლო ქვემოთ - ცირკულური კუნთების შეკუმშვა.

    • B. 

      კუნთების ცირკულური შრის შეკუმშვები.

    • C. 

      შეკუმშვათა ტალღის უკუმიმართულებით გავრცელება.

    • D. 

      ქიმუსის ზემოთ ცირკულურის, ხოლო ქვემოთ - სიგრძივი კუნთების შეკუმშვა.

  • 19. 
    მსხვილი ნაწლავის წვენი არ შეიცავს:
    • A. 

      კატეპსინს, ლიპაზას.

    • B. 

      ამილაზას, ნუკლეაზებს.

    • C. 

      ტუტე ფოსფატაზას, პეპტიდაზას.

    • D. 

      საქარაზას, ენტეროკინაზას.

  • 20. 
    ბაქტერიული ფლორით განსაკუთრებით მდიდარია:
    • A. 

      კუჭი

    • B. 

      თორმეტგოჯა ნაწლავი.

    • C. 

      თეძოსა და მლივი ნაწლავი.

    • D. 

      მსხვილი ნაწლავი.

  • 21. 
     რომელ იონებს აქვთ გადამწყვეტი როლი წყლის გადატანაში შეწოვისას?
    • A. 

      Na და K.

    • B. 

      Ca და Mg.

    • C. 

      Na და Cl.

    • D. 

      K და Ca.

  • 22. 
    რომელ ორგანოს უწოდებენ “ფიზიოლოგიურ ბარიერს”?
    • A. 

      ელენთას

    • B. 

      ღვიძლს

    • C. 

      კუჭს

    • D. 

      თირკმელს

  • 23. 
    საჭმლის მომნელებელი ტრაქტის რომელ უბანში ხდება ყველაზე ინტენსიური შეწოვა?
    • A. 

      წნაწლავში

    • B. 

      კუჭში

    • C. 

      ბრნაწლავში

    • D. 

      პირის ღრუში

  • 24. 
    ჩამოთვლილთაგან რომელი ნივთიერება იწვევს კუჭის წვენის სეკრეციის გაძლიერებას?
    • A. 

      ენტეროგასტრონი

    • B. 

      ადრენალინი

    • C. 

      ატროპინი

    • D. 

      ჰისტამინი

  • 25. 
    კუჭის წვენის სეკრეციის რომელი ფაზა ითრგუნება ყველაზე მეტად ვაგოტომიისას?
    • A. 

      ბაზალური

    • B. 

      ტვინის

    • C. 

      კუჭის

    • D. 

      ნაწლავის

Back to Top Back to top