ეკონომიკა #1

10 Questions | Total Attempts: 48

SettingsSettingsSettings
Please wait...
 #1


Questions and Answers
  • 1. 
    რომელი მსჯელობა არ შეესაბამება გრაფიკს? (ფასის ქვედა ზღვარი)
    • A. 

      საქონლის სიჭარბე 100 ერთეულის ტოლია

    • B. 

      ახალი ფასის დროს გაიყიდება 450 ერთეული საქონელი

    • C. 

      ფასის ქვედა ზღვარი შემზღუდველია

    • D. 

      წონასწორული რაოდენობა 400 ერთეულის ტოლია

  • 2. 
    ეკონომიკის რომელ პრინციპს ასახავს ფასის ზედა და ქვედა ზღვრის დაწესება ?
    • A. 

      მთავრობას ზოგჯერ ბაზრის ფუნქციონირების შედეგების გაუმჯობესება შეუძლია

    • B. 

      რაციონალური ადამიანი გადაწყვეტილების მიღებისას ზღვრულ ანალიზს იყენებს

    • C. 

      ფასების იზრდება, როდესაც მთავრობა ბევრ ფულს ბეჭდავს

    • D. 

      ვაჭრობას შეუძლია ყველას მდგომარეობის გაუმჯობესება

  • 3. 
    რომელი მსჯელობაა მცდარი გადასახადებთან დაკავშირებით ?
    • A. 

      გადასახადები ამცირებს საბაზრო სტიმულებს

    • B. 

      მყიდველებზე დაკისრებული გადასახადი გამყიდველებზე დაკისრებული გადასახადის პირდაპირპროპორციულია

    • C. 

      გადასახადის გადაკისრება ფასის მიხედვით მიწოდებისა და მოთხოვნის ელასტიკურობაზეა დამოკიდებული

    • D. 

      გადასახადი ამცირებს წონასწორულ რაოდენობას

  • 4. 
    მოცემულია 4 მყიდველის გადახდისათვის მზადყოფნის ცხრილი:ჯონი60$ბრანი50$რიკონი30$რობი25$თუ საქონლის ფასია 35$, მაშინ რას უდრის მთლიანი სამომხმარებლო დანაზოგი?
    • A. 

      40$

    • B. 

      30$

    • C. 

      35$

    • D. 

      110%

  • 5. 
    ვინ არის ზღვრული მყიდველი ?
    • A. 

      ვინც პირველი დატოვებს ბაზარს ფასის გაზრდის შემთხვევაში

    • B. 

      ვინც საქონელს ყველა მაღალ ფასად აფასებს

    • C. 

      ვისი სამომხამრებლო დანაზოგი ყველაზე მეტია

    • D. 

      ვისი გასახდისთვის მზადყოფნაც ყველაზე ნაკლებია

  • 6. 
    რომელია მცდარი ?
    • A. 

      სამომხმარებლო დანაზოგი=მყიდველების შეფასება-მყიდველების მიერ გადახდილი თანხა

    • B. 

      მთლიანი დანაზოგი=მყიდველთა შეფასება-გამყიდველთა დანახარჯები

    • C. 

      გამყიდველთა დანახარჯები=მყიდველთა მიერ გადახდილი თანხა-მწარმოებლის დანაზოგი

    • D. 

      გამყიდველთა მიერ მიღებული თანხა=მყიდველთა შეფასება-მთლიანი დანაზოგი

  • 7. 
    რომელი მსჯელობაა მართებული გადასახადის საერთო დანაკარგთან დაკავშირებით?
    • A. 

      გადასახადის ზრდასთან ერთად საერთო დანაკარგი ჯერ იზრდება, ხოლო შემდეგ მცირდება

    • B. 

      რაც მეტია მიწოდებისა და მოთხოვნის ელასტიკურობა, მით მეტია გადასახადის საერთო დანაკარგი

    • C. 

      რაც უფრო მცირეა გადასახადის სიდიდე მით უფრო მეტია საერთო დანაკარგი

    • D. 

      საერთო დანაკარგი საგადასახადო შემოსავლის ტოლია

  • 8. 
    რომელი მსჯელობაა მცდარი ექსპორტიორ ქვეყანასთან დაკავშირებით:
    • A. 

      ქვეყანა ექსპორტიორი ხდება, როდესაც მსოფლიო ფასი ნაკლებია ადგილობრივ ფასზე

    • B. 

      ექსპორტისას ადგილობრივი მწარმოებლების ეკონომიკური მდგომარეობა უმჯობესდება

    • C. 

      ექსპორტისას ადგილობრივი მომხმარებლების ეკონომიკური მდგომარეობა უარესდება

    • D. 

      ვაჭრობისას ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობა იზრდება

  • 9. 
     ტარიფის დაწესების შემთხვევაში:
    • A. 

      მთლიანი დანაზოგი იზრდება

    • B. 

      ადგილობრივი მწარმოებლის ეკონომიკური მდგომარეობა უმჯობესდება

    • C. 

      თანხებს საიმპორტო ლიცენზიის მფლობელები იღებენ

    • D. 

      საქონლის ფასი კიდევ უფრო შორდება წონასწორულ ფასს, რომელიც ვაჭრობის არაარსებობისას იყო

  • 10. 
    რომელი ციფრით/ციფრებით არის აღნიშნული ტარიფის შედეგად მიღებული საერთო დანაკარგი?
    • A. 

      4

    • B. 

      6,8

    • C. 

      7

    • D. 

      10,11