ბიოქიმია - ლიპიდები (1-31)

31 | Total Attempts: 1174

SettingsSettingsSettings
Please wait...
ბიოქიმია - ლიპიდები (1-31)

Questions and Answers
  • 1. 
    რომელი ნაერთი აკატალიზებს ცხიმოვანი მჟავების ბიოსინთეზში აცეტილ-CoA-დან მალონილ-CoA-ს მიღებას?
    • A. 

      აცეტილტრანსფერაზა

    • B. 

      აცეტილ-CoA კარბოქსილაზა;

    • C. 

      მალატდეჰიდროგენაზა;

    • D. 

      აკონიტაზა

  • 2. 
    რომელი დებულებაა მართებული ლიპიდების შეწოვის პროცესისათვის?
    • A. 

      მიცელების დაშლის შედეგად მიღებული ნაღვლის მჟავები გამოიყოფა განავალთან ერთად;

    • B. 

      ლიპიდების დაშლის ყველა პროდუქტი ადვილად აბსორბირდება ენტეროციტებში;

    • C. 

      ენტეროციტებში რესინთეზირებული TG ქილომიკრონების სახით დიფუნდირებს ნაწლავის ლიმფურ სისტემაში;

    • D. 

      VLDL უზრუნველყოფს აბსორბირებული ლიპიდების ტრანსპორტს;

  • 3. 
    რომელი ნაერთი არ წარმოიქმნება ორგანიზმში ქოლესტეროლის გარდაქმნისას?
    • A. 

      კორტიკოსტეროიდები

    • B. 

      D3 პროვიტამინი;

    • C. 

      A ვიტამინი;

    • D. 

      ნაღვლის მჟავები;

  • 4. 
    ციტრატის შესახებ მართებულია: \\\ წარმოადგენს აცილ-CoA კარბოქსილაზას ალოსტერიულ ინჰიბიტორს; \\\ მისი საშუალებით აცეტილ-CoA ტრანსპორტირდება ციტოზოლიდან მიტოქონდრიაში; \\ მისი დაშლის შედეგად მიღებული ოქსალოაცეტატი ცხიმოვანმჟავების ბიოსინთეზისათვის საჭირო CO2-ისა და NADPH-ის წყაროა; \\\ იგი ციტრატლიაზური რეაქციის პროდუქტია;
    • A. 

      წარმოადგენს აცილ-CoA კარბოქსილაზას ალოსტერიულ ინჰიბიტორს;

    • B. 

      მისი საშუალებით აცეტილ-CoA ტრანსპორტირდება ციტოზოლიდან მიტოქონდრიაში;

    • C. 

      მისი დაშლის შედეგად მიღებული ოქსალოაცეტატი ცხიმოვანმჟავების ბიოსინთეზისათვის საჭირო CO2-ისა და NADPH-ის წყაროა;

    • D. 

      იგი ციტრატლიაზური რეაქციის პროდუქტია;

  • 5. 
    რა არის დამახასიათებელი სისხლის პლაზმის ლიპოპროტეინების მეტაბოლიზმისათვის?  
    • A. 

      ნაწლავებში რესინთეზირებული TG VLDL-ის შემადგენლობაში ტრანსპორტირდება;

    • B. 

      ღვიძლში სინთეზირებული TG ქილომიკრონების შემადგენლობაში ტრანსპორტირდება;

    • C. 

      TG-ის ყველაზე მაღალი შემცველობით ხასიათდება HDL;

    • D. 

      LDL მონაწილეობს ქოლესტეროლისა და მისი ეთერების ტრანსპორტირებაში;

  • 6. 
    LCAT (ლეციტინქოლესტეროლაცილტრანსფერაზა)-ის ფუნქციას არ წარმოადგენს:
    • A. 

      HDL-ის ზედაპირზე მოთავსებული ფოსფოლიპიდებისა და თავისუფალი ქოლესტეროლის ურთიერთქმედების რეაქციის კატალიზი;

    • B. 

      მისი მოქმედებით ლიზოლეციტინისა და ესტერიფიცირებული ქოლესტეროლის მიღება;

    • C. 

      პერიფერიული ქსოვილებიდან ქოლესტეროლის გამოტანაში თანამონაწილეობა

    • D. 

      ქოლესტეროლესტერების ჰიდროლიზური დაშლა

  • 7. 
    რომელი ნაერთი არ მონაწილეობს ქოლესტეროლის ბიოსინთეზში?
    • A. 

      ბეტა-ჰიდროქსიბეტა-მეთილგლუტარილ-CoA

    • B. 

      მევალონატი

    • C. 

      მალონილ-CoA

    • D. 

      სქვალენი

  • 8. 
    რომელი ფერმენტი არეგულირებს ქოლესტეროლის ბიოსინთეზს?
    • A. 

      HMG-CoA-სინთეტაზა

    • B. 

      აცეტილტრანსფერაზა

    • C. 

      HMG-CoA-რედუქტაზა;

    • D. 

      მევალონატკინაზა

  • 9. 
    რა გავლენას ახდენს ინსულინი ლიპიდების ცვლაზე?
    • A. 

      იგი თრგუნავს ლიპიდების დეპონირებას;

    • B. 

      იგი ზრდის cAMP -ის შიგაუჯრედულ კონცენტრაციას;

    • C. 

      წარმოადგენს აცეტილ-CoA კარბოქსილაზას სინთეზის ინდუქტორს;

    • D. 

      ააქტივებს ტრიაცილგლიცეროლლიპაზას

  • 10. 
    რა არის დამახასიათებელი ქოლესტეროლის მეტაბოლიზმისათვის:
    • A. 

      მისი სინთეზი მიმდინარეობს მიტოქონდრიაში;

    • B. 

      მისი ბიოსინთეზის მარეგულირებელი ფერმენტია თიოლაზა;

    • C. 

      ქოლესტეროლით ყველაზე მდიდარია LDL ფრაქცია;

    • D. 

      ქოლესტროლის ყველაზე მცირე რაოდენობას შეიცავს LDL;

  • 11. 
    რომელი დებულებაა მართებული კენტნახშირბადიანი ცხიმოვანმჟავების დაჟანგვისათვის?
    • A. 

      მათი დამოკლების შედეგად მიიღება პროპიონილ-CoA და აცეტილ-CoA;

    • B. 

      ამ პროცესში მონაწილეობს აცეტილ-CoA კარბოქსილაზა;

    • C. 

      კენტნახშირბადიანი ცხიმოვანი მჟავებიდან გლუკოზას სინთეზი შეუძლებელია

    • D. 

      კენტნახშირბადიანი ცხიმოვანი მჟავების სრული დაჟანგვა შეუძლებელია

  • 12. 
    რომელი ნაერთები წარმოიქმნება პანკრეასული ლიპაზას მოქმედების შედეგად?
    • A. 

      ტრიაცილგლიცეროლები

    • B. 

      თავისუფალი ცხიმოვანმჟავები და 2-მონოაცილგლიცეროლი;

    • C. 

      გლიცეროლი, ცხიმოვანმჟავები და ქოლინი;

    • D. 

      ცხიმოვანმჟავები და ქოლესტეროლი;

  • 13. 
    რა არ ახასიათებს კეტოსხეულების მეტაბოლიზმს?
    • A. 

      კეტოგენეზი ღვიძლის უჯრედების მიტოქონდრიებში მიმდინარეობს;

    • B. 

      კეტოგენეზის ინტენსივობა იზრდება ლიპოლიზის გაძლიერების შედეგად;

    • C. 

      ღვიძლის უჯრედებში მიმდინარეობს მათი დაჟანგვა;

    • D. 

      დიაბეტის დროს ადგილი აქვს ჰიპერკეტონემიას;

  • 14. 
    რომელი ჰორმონი თრგუნავს ტრიაცილგლიცეროლების გაძლიერებულ დაშლას (ლიპოლიზს)?
    • A. 

      ეპინეფრინი

    • B. 

      გლუკაგონი

    • C. 

      თიროქსინი

    • D. 

      ინსულინი

  • 15. 
    რომელი ფერმენტი არ მიეკუთვნება ლიპიდების მომნელებელ ფერმენტებს?
    • A. 

      ფოსფოლიპაზა

    • B. 

      ქოლესტეროლესთერაზა

    • C. 

      პეპტიდაზა

    • D. 

      ლიპაზა

  • 16. 
    აცეტილ-CoA კარბოქსილაზასთან დაკავშირებით არ არის სწორი:
    • A. 

      მისი პროსთეტული ჯგუფია ბიოტინი;

    • B. 

      მისი ალოსტერიული აქტივატორია ციტრატი;

    • C. 

      მისი სინთეზის ინდუქტორია ინსულინი;

    • D. 

      მონაწილეობს ლიმონმჟავას ციკლში;

  • 17. 
    რომელი ლიპოპროტეინის აკუმულაცია აღინიშნება ოჯახური ჰიპერქოლესტეროლემიით დაავადებული პაციენტის სისხლში?
    • A. 

      VLDL

    • B. 

      ქილომიკრონები

    • C. 

      LDL

    • D. 

      HDL

  • 18. 
    რა არის დამახასიათებელი ათეროსკლეროზისათვის?
    • A. 

      სისხლში LDL-ის ფრაქციის დაკლება;

    • B. 

      HDL-ის დონის გაზრდა;

    • C. 

      LDL/HDL-ის მომატება;

    • D. 

      LDL/HDL-ის შემცირება;

  • 19. 
    რა არ შედის ნაღვლის ფუნქციებში?
    • A. 

      ქიმუსის მჟავე რეაქციის განეიტრალება;

    • B. 

      ცხიმში ხსნადი ვიტამინების შეწოვაში მონაწილეობა;

    • C. 

      საკვები ცხიმების სოლუბილიზება;

    • D. 

      ცილების დენატურაცია;

  • 20. 
    ნაღვლის მარილები წარმოადგენენ:
    • A. 

      დეტერგენტული თვისებების მქონე ამფიპათიკურ ნაერთებს;

    • B. 

      დამუხტულ ფოსფოლიპიდებს;

    • C. 

      ლიპოპროტეინების დეგრადაციის პროდუქტს;

    • D. 

      ტრიაცილგლიცეროლების ჰიდროლიზის პროდუქტს;

  • 21. 
    პანკრეასული ლიპაზას მოქმედებით:
    • A. 

      ტრიაცილგლიცეროლები იშლება გლიცეროლად და თავისუფალ ცხიმოვან მჟავებად;

    • B. 

      იშლება პოლისაქარიდები ოლიგოსაქარიდებამდე;

    • C. 

      ტრიაცილგლიცეროლებში წყდება რთულეთერული ბმა 2-მდგომარეობაში;

    • D. 

      ტრიაცილგლიცეროლიდან თავისუფალი ცხიმოვანმჟავები და 2-მონოაცილგლიცეროლი წარმოიქმნება;

  • 22. 
    რომელი დებულება არ არის სწორი მიცელების აგებულებასთან დაკავშირებით?
    • A. 

      ისინი შედგება ჰიდროფობური ბირთვისა და ჰიდროფილური გარსისაგან;

    • B. 

      ბირთვი შედგება ცხიმოვანი მჟავებისა და მონოაცილგლიცეროლისაგან;

    • C. 

      გარსი შედგება ნაღვლის მჟავების მარილებისა და ფოსფოლიპიდების მოლეკულების პოლარული ნაწილებისაგან;

    • D. 

      ბირთვი შედგება ნაღვლის მჟავის მარილებისა და ფოსფოლიპიდებისაგან;

  • 23. 
    ცილის ყველაზე მაღალი შემცველობით ხასიათდება:
    • A. 

      LDL

    • B. 

      VLDL

    • C. 

      HDL

    • D. 

      ქილომიკრონები

  • 24. 
    ტრიაცილგლიცეროლების ყველაზე მაღალი შემცველობით ხასიათდება:
    • A. 

      LDL

    • B. 

      HDL

    • C. 

      IDL

    • D. 

      ქილომიკრონები

  • 25. 
    დაალაგეთ ლიპოპროტეინები სიმკვრივის კლების მიხედვით:
    • A. 

      HDL, VLDL, LDL ქილომიკრონი

    • B. 

      HDL, LDL, VLDL ქილომიკრონი

    • C. 

      LDL, ქილომიკრონი, HDL, VLDL;

    • D. 

      VLDL; ქილომიკრონი; HDL, LDL

Back to Top Back to top